|
2016-04-06 18:51:45, 1659 ნახვა
საზოგადოება
„საბა" ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაციის შექმნას იწყებს
ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაციის შექმნას იწყებს. რამდენიმე თვეში უსინათლო ადამიანები "საბასგან" საჩუქრად ასობით ხმოვან წიგნს მიიღებენ, რომელიც სრულიად იქნება ადაპტირებული მათზე. უსინათლოები ამ წიგნის "მოსმენას" დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ. ამასთან, "საბას" ხმოვანი წიგნები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის, რომლებიც მის ჩამოტვირთვას saba.com.ge-დან შეძლებენ. ეს იქნება ტექნოლოგიურად დახვეწილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხმოვანი წიგნები. მათი მოსმენა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ მოწყობილობაში, ინტერნეტის გარეშე, აპლიკაციით Saba Reader. "დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ "საბას" ახალი პროექტი, რომელსაც ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსთან" ერთად ვახორციელებთ. ამ პროექტის ფარგლებში, შეიქმნება პირველი ქართული ხმოვანი წიგნების აპლიკაცია, რაც საშუალებას მისცემს რამდენიმე ასეული ხმოვანი წიგნი ხელმისაწვდომი გახდეს, ნებისმიერი მკითხველისთვის. რაც მთავარია საჩუქრად იქნება ეს წიგნები განკუთნილი უსინათლო ადამიანებისთვის, რომლებიც შეძლებენ დამოუკიდებლად მათზე ადაპტირებული სააპლიკაციო საშულებით მოისმინონ ქართული და უცხოური ლიტერატურა", - განაცხადა ელექტრონული წიგნების სახლი "საბას" დირექტორმა, მაია ძირკველიშვილმა. ხმოვან წიგნს ექნება სარჩევი, დაპაუზების, ჩანიშვნის, კითხვის ტემპის რეგულირების შესაძლებლობა. "საბა" სთავაზობს მწერლებს, მსახიობებს, ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ ჩაწერონ ან უკვე გააჩნიათ წიგნების აუდიო ჩანაწერები, "საბას" ამ ახალი პლატფორმის მეშვეობით გადააქციონ თავისი აუდიომასალა ხმოვან წიგნებად და ის ყველა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახადონ. "ამ პროექტით ლიტერატურა თავის პირვანდელ ფუნქციას იბრუნებს. ლიტერატურა არ იყო მხოლოდ წაკითხვით მოსაპოვებელი, მას ისმენდნენ როდესაც ავტორები კითხულობდნენ. ეს პროექტი პირველ რიგში უსინათლოებისათვის არის მნიშვნელოვანი. სრული ადაპტაცია იქნება იმ აპლიკაციისა, რომელსაც ჩვენ ვქმნით და რომელშიც ადამიანს შეეძლება მოუსმინოს ლიტერატურას. 400-მდე ლიტერატურული ტექსტი იქნება პროექტის დასასრულს. ჩვენ გვაქვს ხმოვანი წიგნები და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი", - განაცხადა პოეტმა რატი ამაღლობელმა. სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების აუდიოჩანაწერები, აუდიოფაილების სახით, მრავლდაა განთავსებული ინტერნეტში, დაცულია ფონდებსა და არქივებში. "საბას" მაღალტექნოლოგიური პლატფორმა შესაძლებელს გახდის, ნებისმიერი ლიტერატურული აუდიოჩანაწერი, ძველი თუ ახალი, გადაიქცეს თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ ხმოვან წიგნად. პროექტი "ხმოვანი წიგნები" ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდება.
(R)
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)