14:52 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 18:19:57, 360 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: როგორც არ უნდა უნდოდეს ეს მავანს, მე და ომბუდსმენი ერთმანეთს არ დავუპირისპირდებით

„ეს მთები ჩემია და ერთი გვარი იქნება მთების მესაკუთრე, ეს ვერ მოხდება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მიწის რეგისტრაციის რეფორმის საკითხს განიხილავდნენ. 

წულუკიანის განცხადებით, მთიან რეგიონებში მოსახლეობას მიწების ის ნაწილი დაუკანონდებათ, რომელიც მათთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“. 

„მე ვიცი ზუსტად რაზეც საუბრობენ სვანები, ეს არის ტომობრივ-თემური საკითხები. ტომი იყო ეს თავის დროზე, თუ თემი, რომელსაც რაღაც მიწები ეკუთვნოდა, შემდეგ როდესაც კოლექტივიზაცია ჩატარდა, შედარებით ლმობიერება გამოიჩნეს კომუნისტებმა და კი წაართვეს ეს მიწები, მაგრამ მეხსიერება არ წაუშალეს და ყველამ დაიმახსოვრა, ვის რა ეკუთვნოდა. როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველამ ფაქტობრივად დავიბრუნეთ ის, რაც ჩვენს მამა-პაპას ეკუთვნოდა. მაგალითად, ჩვენს თემს ჩაგიშერების თემი ჰქვია, ჩემი უშუალო წინაპარი, რომ ჩაგატარებს ჩაგიშერების თემში, გაიშვერს ხელს მარცხნივ და იტყვის, ეს ყანა ჩემია, ეს მთა ჩემია, ეს ტყე ჩემია. მისცეს თუ არა ტყეების მასივი, მთა, ის მთა რასაც წაიღებს და გაიტანს ბარს, ერთ თემს ან ტომს, მე ვფიქრობ - არა.

მაგრამ ეს მეორეს მხრივ არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ფაქტობრივად რასაც ამუშავებს, რაზეც აძოვებს, რითაც ცხოვრობს. დღეს მესტიაში უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზუსტად იგივე მდგომარეობაა ეკონომიკურად, რაც იყო 90-იან წლებში, რომ სულგუნს ვცვლით ასანთზე, ამიტომ ამ სულგუნით ცხოვრობს ხალხი, იმ კარტოფილით, რომელსაც ყიდის ზუგდიდი ბაზარზე. რა თქმა უნდა, ის მიწა, რომლითაც ისინი ცხოვრობენ, ფაქტობრივად, მამა-პაპისეულად ეკუთვნით, მოვიფიქრეთ ასეთი მექანიზმი- თუნდაც პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, დავითვალოთ ეს რამდენია, ვკითხოთ, ვისაც მოეკითხება, დაადასტურებს, ან რაღაც ტიპის საბუთი აქვს. მაგალითად, რაღაც პერიოდში იხდიდა გადასახადს, ან არ იხდიდა, ან საარქივო მასალები აქვს. აქ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას კანონით ვერ დავარეგულირებთ.

ამიტომ, სპეციალურ მექანიზმზე ვფიქრობთ, სადაც ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის აეწყობა სპეციალური მექანიზმი. "ეს მთები ჩემია და ერთი გვარი იქნება საქართველოს მთების მესაკუთრე" - ეს ვერ მოხდება, სამაგიეროდ ის შეიძლება მოხდეს, რომ რაღაც ოდენობის მიწა, რაც სასიცოცხლოდ არის მიჩნეული, ინდივიდუალური მიდგომა ქონდეს სახელმწიფოს თითოეული ოჯახისადმი და პირდაპირი განკარგვის წესით, გასცეს ის მიწა, რაც მისი მამა-პაპის მიწაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წულუკიანებს უნდა დაუკანონდეს მთელი ბალს ქვემო სვანეთი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ინიციატივის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება; იხსნება ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდება; შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი, პროექტშიჩართულია მზომველები სერტიფიკაციას გაივლიან. პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად ამზომველების საქმიანობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება აზომვითი ნახაზის ერთიანი სტანდარტი. საამზომველო საქმიანობისათვის დადგინდება მომსახურების საფასური (ნიხრები). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს შეეძლება, ადგილზე გადაამოწმოს სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო ნახაზზე დატანილი მონაცემების სისწორე. სერტიფიცირებულ ამზომველთა ქსელი სამთვეში შეიქმნება, ხოლო სერტიფიცირება შეეხება იმ ამზომველებს, ვინც პროექტში მიიღებს მონაწილეობას. ინიციატივის შედეგად უფრო მეტად იქნება დაცული როგორც მიწის მესაკუთრეების, ისე ამზომველების უფლებები. სერტიფიცირებულ ამზომველს ეცოდინება, როგორ აზომოს საკუთრება ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს „გადაფარვებისა“ და საკუთრებაზე სასამართლო დავის წარმოშობის რისკს; კვალიფიციურია მზომველის საქმიანობა კი მოთხოვნადი გახდება. ამასთან, მთავრობა შეიმუშავებს მიწის გარკვეული ფართობის აზომვის საფასურის დაფინანსებისათვის შესაბამის მექანიზმს. სახელმწიფო მოქალაქეს დაეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში დღესდღეობით მოქალაქე მიწის რეგისტრაციისას ვალდებულია, მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინოს სრული დოკუმენტაცია, რაც მიწაზე მის საკუთრებას დაადასტურებს; დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის შემთხვევებში კი, საჯარო რეესტრი უარს ამბობს ქონების რეგისტრაციაზე. დოკუმენტების ხელახლა შეგროვება და დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორება მიწის მესაკუთრის ვალდებულებაა − სხვაგვარად მისი საკუთრება ვერ დარეგისტრირდება.
მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი დაეხმარება. იზრდება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მიწის რეგისტრაცია.
ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გახდება. უმნიშვნელო ხარვეზი − მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა-უზუსტობა ასოებში; არასწორი დაწერილობა და სხვა − აღარ გახდება მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი, თუკი პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისათვის.
გარდა ამისა, მოხდება ხარვეზიანი დოკუმენტაციის ლეგალიზაცია, გამოყენებულ იქნება ფაქტების კონსტატაცია. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა მჭიდროდ ითანამშრომლებენ საკუთრების დადგენის ნაწილში, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით იქნება მხარდაჭერილი. მიწის რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად სახელმწიფო მოქალაქეს და ვისმოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს შესთავაზებს. მედიატორების, მათ შორის, სანოტარო მედიაციის, მეშვეობით სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად − სასამართლო დავის გარეშე, მოგვარებაში დაეხმარება. დავის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება არჩევანი − ისარგებლოს მედიაციით, თუ მიმართოს სასამართლოს და იქ დაიცვას საკუთრების უფლება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics