|
2016-04-06 15:35:16, 430 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: პრეზიდენტის განკარგულებაში გაუგებარია, როდის იწყება წინასაარჩევნო რეჟიმი
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულებაში გაუგებარია, როდის ამოქმედდება წინა საარჩევნო რეჟიმი. „ყველა პოლიტიკურ ძალას ცხადად აქვს გარკვეული, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს ტარდება, უბრალოდ ამოქმედების ვადები, როგორც ამ განკარგულებაში წერია, არ ვიცით. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული რესურსი არ იყოს გამოყენებული წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. კამპანია როდიდან დაიწყებს ათვლას, ამაზეა საუბარი, ეს 8 აგვისტოდან დაიწყება, თუ უფრო ადრე, თუ გამოცხადებიდან, ხელი როცა მოეწერება და კონტრასიგნაცია მოხდება პრეზიდენტის განკარგულების“,-განაცხადა აბაშიძემ. ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ეს განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)