|
2016-04-06 13:37:37, 446 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ევროკავშირისა და ევროპული სამართლის შესახებ ტრენინგი ჩაატარა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროექტ „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ ფარგლებში თემაზე - „ევროკავშირი და ევროპული სამართალი“ ტრენინგი ჩატარდა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფრომაციით, ტრენინგს ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლის მაგისტრი, მოხალისე ტრენერი ნინო ლობჯანიძე უძღვებოდა. შეხვედრა დიდუბის რაიონის საჯარო სკოლების მოსწაველეებისთვის, დიდუბის რაიონის გამგეობაში გაიმართა. ტრენინგი შეეხებოდა ევროკავშირის როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის როლს და მნიშვნელობას თანამედროვე მსოფლიოში, მისი შექმნისა და განვითარების ისტორიას, სტრუქტურულ ერთეულებს და მათ ძირითად ფუნქციებს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებებსა და დარღვევის შემთხევაში რეაგირების მექანიზმებს. ძირითადი დრო დაეთმო იმ აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც უნდა იცოდეს საქართველოს მოქალაქემ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ. შეხვედრა ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა და დატვირთული იყო სხვადასხვა ჯგუფური თუ ინდივიდუალური სავარჯიშოებით. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში. ტრენინგის მსველელობისას აქცენტი გაკეთდა ასევე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, დღევანდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. ტრენინგი, რომელშიც 20 მოსწავლე მონაწილეობდა, დიდუბის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა. „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალი პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, გამგეობებსა და სკოლებში სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები ტარდება. აქტივობების მიზანი არასრულწლოვნებში დანაშაულის ადრეული პრევენციის მიზნით სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)