|
2016-04-05 16:34:44, 661 ნახვა
პოლიტიკა
ანი მიროტაძე: თუ ვინმეს არჩევნების გაყალბების სურვილი გაუჩნდა, მან უნდა იცოდეს, რომ ეს თამაში ძალიან სახიფათოა (ინტერვიუ)
თემა დახურულია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ეროვნული ფორუმი“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ განაცხადა. მიროტაძე ამბობს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც „ფორუმს“ რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა კოალიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება ამიტომ არ მიუღიათ. რატომ დატოვა პარტიამ კოალიცია, რა შანსები აქვს პარლამენტში მოხვედრის, აპირებენ თუ არა სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს? ამ და სხვა საკითხებზე „ექსპრესნიუსი“ ანი მიროტაძეს ესაუბრა. რატომ მიიღო „ეროვნულმა ფორუმმა“ კოალიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება? რა გახდა ამის მთავარი მიზეზი? მთავარი მიზეზი იყო „ეროვნული ფორუმის“ წევრების სურვილი და ხედვა მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ფიქრი ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ. მოდიოდა ახალი საარჩევნო წელი და შესაბამისად პროცესი რომ უნდა დაწყებულიყო, ეს ფაქტია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აზრი გვეკითხა ჩვენი მხარდამჭერებისთვის და პარტიის წევრებისთვის თუ როგორ მოვქცეულიყავით. დეკემბრის ბოლოს პარტიის ცენტრალურ ოფისს რეგიონების წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა. ამის შესახებ გვქონდა დაგეგმილი კონფერენციები იმისათვის რომ გაგვერკვია პარტიის წევრების პოზიცია არჩევანთან დაკავშირებით. ყველა რეგიონში ვერ მოვახერხეთ შეხვედრა, მაგრამ დიდ ნაწილთან შეხვედრა შედგა. მათი განწყობები გაირკვა, დელეგატები შეირჩა და დაველოდეთ ყრილობას. რით იყო განპირობებული ეს გადაწყვეტილება? ხომ არ იყავით უკმაყოფილო კოალიციის მუშაობით? სრულიად გულწრფელად გეტყვით, რომ არავიზე გაბრაზებულები არ ვართ და არც არავის უთქვამს, რომ კოალიცია დატოვეთო. შესაძლოა კოალიციის რომელიმე სუბიექტს ვინმემ რამე უთხრა, მაგრამ ჩვენთვის არავის არაფერი არ უთქვამს. არის თემები, რომელზეც ჩვენ ჩვენი მოსაზრებები გვაქვს. ანუ რიგ საკითხებზე განსხვავებული ხედვები იყო კოალიციაში? იყო საკითხები, რომელზეც ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვქონდა. ხომ არ შეიძლება, რომ ყველა საკითხზე ყველას ერთნაირი პოზიცია ჰქონდეს. ჩემთვის არავის არასოდეს უთქვამს, რატომ მაქვს ესა თუ ის პოზიცია. პარტიას აქვს ათწლიანი გამოცდილება და შემდეგ არჩევანის წინაშე დგება თავისთავად იღებს გადაწყვეტილებას. მინდა სრულიად ცალსახად და გულწრფელად გითხრათ, რომ არავის არ მიუთითებია, რომ დაგვეტოვებინა კოალიცია. არც ის არის სწორი, თითქოს მოვლენებს გავასწარით. ამ საკითხზე არავისთან კონსულტაციები არ გვქონია ჩვენი პარტიის გარდა. არცერთი პარტიის ლიდერების განცხადებებს არ მოუხდენია „ფორუმის“ გადაწყვეტილებაზე გავლენა. „რესპუბლიკელების“ განცხადებებს გულისხმობთ? არა მარტო. პრემიერმაც გააკეთა განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე გავა დამოუკიდებლად. ჩვენ ყრილობა დანიშნული გვქონდა. ორი დღით ადრე გაკეთებული განცხადება გავლენას ვერანაირად ვერ მოახდენდა. ხომ არ აპირებთ კონსულტაციებს რომელიმე პარტიასთან. თუნდაც კოალიციის ყოფილ წევრებთან, იგივე „რესპუბლიკელებთან“, ან „თავისუფალ დემოკრატებთან“? არა. ეს საკითხი გადაწყვეტილია. „ეროვნული ფორუმი“ არჩევნებზე გავა დამოუკიდებლად. თემა დახურულია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ფორუმი“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. არჩევნების შემდეგ რა იქნება, ეს დამოკიდებულია იმ კონფიგურაციაზე, რაც არჩევნების შემდეგ იქნება ქვეყანაში. როგორ ფიქრობთ, არჩევნებზე გასვლის შემთხვევაში რა შანსები გაქვთ? ალბათ დამეთანხმებით, რომ ბარიერის გადალახვა კოალიციის ნებისმიერ სუბიექტს გაუჭირდება, თავად „ქართული ოცნების“ გარდა... რატომ სვამთ საკითხს ასე, რომ ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ პარტიებს. ეს მე არ ვიცი. მითუმეტეს თქვენ არ გაქვთ კვლევის შედეგები. 2012 წლამდე „ფორუმის“ რეიტინგი საკმაოდ მაღალი იყო. თუ არ ვიცით ახალი რეიტინგები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ფორუმის“ რეიტინგი დაბალია. ნუ გავასწრებთ მოვლენებს წინ. შანსები რომ არ გვაქონდეს ბუნებრივია ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდით. არც ერთი პარტია არ არის მოწადინებული, რომ პოლიტიკური პროცესების მიღმა აღმოჩნდეს. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული კურსი და იდეა. პარტიას ჰყავს კარგად ჩამოყალიბებული პარტიული სტრუქტურა. აქვს საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ჩვენ არჩევნებზე სოლიდურად ვიყოთ წარმოდგენილი. თუ იქნება თანასწორუფლებიანი არჩევნები, ჩვენ საკმაოდ დიდი შანსი გვაქვს. თუ ხელისუფლება, ან რომელიმე ძალა არჩევნების გაყალბებას შეეცდება, მით უარესი იმ ხელისუფლებისთვის. ამ შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი აუცილებლად დადგება. ვის მიერ? ზოგადად. არ მოხდება არჩევნების აღიარება. ანუ აქციებს გულისხმობთ? ამ შემთხვევაში აქციები არაფერ შუაშია. თუკი მოხდება არჩევნების გაყალბება, დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვები. თუმცა ჩვენ გვახსოვს საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები, რომელიც კითხვებად დარჩენილა... მაშინ სხვა ვითარება იყო. მაშინ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი მართავდა. სხვა მოცემულობა და რეალობა იყო. ამ ხელისუფლებას დეკლარირებული სხვა რაღაცები აქვს. თუმცა ხელისუფლებები მიდგომებს ცვლიან ხოლმე... სწორედ ამას გეუბნებით. ხელისუფლებებს ყოველთვის ჰქონდა ცდომილებები. მაგალითად სამცხე ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან ხელისუფლების სასარგებლოდ 150%-იანი მაჩვენებელი მოდიოდა ხოლმე. თუ დაინახავთ, რომ არჩევნები გაყალბდა, საპროტესტო აქციებს გამართავთ? თუ არჩევნები გაყალბდება და დემოკრატიულ პროცესს გადაუსვამს ხელისუფლებაა ხაზს, მაშინ რა თქმა უნდა ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ. მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამას ხელი შევუშალო. მე არ მინდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოსახლეობას არჩევანს ჰპარავს. მე ეს არ მინდა. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ უკეთესი საზოგადოება გვყავდეს. მე ვფიქრობ, რომ გვყავს ისეთი საზოგადოება, რომელსაც ვერავინ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა გაუბედოს ხმების მოპარვა. გაყალბების რისკი ნაკლებია, მაგრამ თუ მაინც ვინმეს ამის სურვილი გაუჩნდება, მან უნდა იცოდეს, რომ ეს თამაში სახიფათოა. იაგო ნაცვლიშვილი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)