2016-04-05 13:49:36, 492 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო ჩემპიონატზე ხმის მიცემა დღეს დასრულდება - მხარი დავუჭიროთ დათა ქაჯაიას
TCR international-ის ოფიციალური გვერდი გულშემატკივართა გამოკითხვას დღეს ღამის 12:00 საათამდე აგრძელებს.
ქართველმა მრბოლელმა დათა ქაჯაიამ ერთ დღეში ხმების დიდი რაოდენობა დააგროვა და წინ კიდევ რამოდენიმე საათია იმისათვის, რომ იგი გულშემატკივართა რჩეული გახდეს.
ხმის მისაცემად გადადით ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმულზე - www.tcr-series.com.
ცნობისთვის, შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის, MIA FORSE-ის ავტომრბოლელი, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს.
ქაჯაია პირველი სპორტსმენია, რომელიც საქართველოს სახელით მსოფლიო რბოლაში იღებს მონაწილეობას.
მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი 3 აპრილს, ბაჰრეინში აიღო და მსოფლიოს 11 ქვეყნის ცნობილ ტრასებზე გრძელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან