11:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 11:54:39, 483 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელიას მოწვევით საქართველოში არაბული ფონდების ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას პირადი მოწვევით საქართველოში მსხვილი არაბული ფონდების ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს სოფლის მეურნეობის  დარგში საინვესტიციო პოტენციალს არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის სახელმწიფოს ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის გენერალური დირექტორი, არაბთა საკოორდინაციო ფონდის, რომელიც საუდის არაბეთის, ქუვეითის, აბუდაბისა და კატარის სახელმწიფოების ფონდებისგან შედგება და ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. 

მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ოთარ დანელიამ სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე პროექტები, აგრარული დარგის საექსპორტო პოტენციალი და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.

მინისტრის განცხადებით, არაბული ფონდების წარმომადგენლები დეტალურად შეისწავლიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს.

„დელეგაციის წევრებისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის კუთხით ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებია, თუმცა ინტერესს ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სავაჭრო მიმართულებებითაც გამოხატავენ. იმედი გვაქვს, აღნიშნულ უმსხვილეს ფონდებთან მნიშვნელოვანი პროექტებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ფორმატი იქნება გრძელვადიანი და მასშტაბური“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

„დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით,  რომ დღეს ჩვენ გვქონდა პატივი შევხვედროდით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს. განვიხილეთ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობები.ვგეგმავთ არა ერთი პროექტის განხორციელებას, მათ შორის,საირიგაციო და ენერგეტიკული მიმართულებებით“, - განაცხადა ქუვეითის ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის გენერალურმა დირექტორმა, იუსეფ ალ ბადერმა.

როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთ აფრიკის და ევროპის მიმართულების პროგრამების დირექტორმა, ხალიდა ბუზარიმ აღნიშნა,ფონდის მიზანია ისეთი ამბიციური პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციური იდეების პილოტირებასა და კონკურენტიანობის ზრდას როგორც ქვეყნის შიგნით,ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

დელეგაციის წევრები იმ საერთაშორისო უმსხვილესი ფონდების ხელმძღვანელები არიან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინვესტიციებს, საგრანტო პროგრამებს (ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური კვლევების მიზნით) საერთაშორისო და რეგიონული განვითარების საფინანსო ინსტიტუტების კაპიტალით უზრუნველყოფის ღონისძიებებს ახორციელებენ. ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და სიღარიბის დაძლევის მიზნით,აღნიშნული ფონდები მსოფლიოს მასშტაბით ხელს უწყობენ აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, სოციალური მომსახურების  გაძლიერებას და პროდუქტიულობის, კონკურენტუნარიანობისა და ვაჭრობის ზრდას.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics