2016-04-04 19:09:47, 378 ნახვა
პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას 14 მაისს წარადგნენ
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიის ყრილობა 14 მაისს გაიმართება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ყრილობაზე აირჩევა პარტიის თავმჯდომარე და დამტკიცდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა.
პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ყრილობას წარედგინება გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან