09:56 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 16:38:40, 364 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: ჩვენ და "ნაციონალები" ერთმანეთთან სამეგობრო პარტიები არ ვართ

"ჩვენ და „ნაციონალებიც“, გამოკითხვების მიხედვით, ერთმანეთთან  სამეგობრო პარტიები არ ვართ", - ამის შესახებ „რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც,  მათ „ქართული ოცნების“ გარდა  მუდმივად აქვთ დიალოგი საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან.

ბერძენიშვილის თქმით, მათ  „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციები არ აქვთ:

„არ მგონია, რომელიმე "ნაციონალმა" ოდესმე თქვას, რომ ჩვენთან კონსულტაციას აპირებს, იმიტომ რომ იმ წუთში დაკარგავენ ხმებს.  ჩვენც და „ნაციონალებიც“, გამოკითხვების მიხედვით, ერთმანეთთან  სამეგობრო პარტიები არ ვართ”, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის,  საარჩევნოდ პარტიამ  კოალიცია შექმნას.

ბარამიძის თქმით,  ახლა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი ნაადრევია, თუმცა მისივე განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობა" საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, გარდა „ქართული ოცნებისა“  მუდმივად დიალოგს აწარმოებს.

„გამორიცხული არაა, საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე ამგვარი ნაბიჯი გადაიდგას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ძირითადი მოქმედი პირი, პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. დანარჩენი ტაქტიკურად რა იქნება ჩვენთვის მიზანშეწონილი, ბუნებრივია ამ გადაწყვეტილებას როდესაც მიიღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას გაიგებს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

კითხვაზე - მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები რომელიმე პარტიასთან, ბარამიძემ უპასუხა: „ახლა ნაადრევია ამ თემაზე საჯაროდ საუბარი. ჩვენ მუდმივად გვაქვს დიალოგი საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, გარდა „ქართული ოცნებისა“. სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ ვეურთიერთებით, როგორც ხელისუფლებას, ბევრ რამეს მივუთითებთ, მაგრამ სამწუხაროდ, აქამდე არაფერი შეუსმენიათ“, - დასძინა ბარამიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics