09:56 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 16:34:32, 375 ნახვა

პოლიტიკა
უილიამ ლაჰიუ: საქართველო ვარშავის სამიტზე არსებითი პაკეტის დამატებით შევსებას უნდა ელოდოს

საქართველო ვარშავის სამიტზე უნდა ელოდოს არსებითი პაკეტის დამატებით შევსებას და მოკავშირეების მხარდაჭერას ამ პაკეტის მიმართ, - ამის შესახებ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ ნატოს კვირეულის გახსნაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ნატო-ს კვირეულის ფარგლებში რუსული პროპაგანდის თაობაზე მსჯელობა მიმდინარეობდა. ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობას როგორც ოფიციალური პირები, ასევე უცხოელი სტუმრები იღებენ.

აშშ-დან საგანგებოდ სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ბენჟამინ ზიფი ჩამოვიდა. ამავე დისკუსიაში მონაწილეობას ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ.

"ძალიან ნათელი იყო 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გზავნილი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, არსებობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რაც ძლიერი მაჩვენებელია აქტიური თანამშრომლობისა და სწავლების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასეთ თანამშრომლობას ინარჩუნებს. ვფიქრობ, ყველა აღიარებს საქართველოს დახმარებას ავღანეთში და მისი მიერ გაღებულ მსხვერპლს. სწორედ ასეთი თანამშრომლობა აქცევს საქართველოს ნატოს წევრობის შესაფერის კანდიდატად", - განაცხადა ბენჟამენ ზიფიმ.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის განმარტებით, ზუსტად რა მოხდება ვარშავის სამიტზე ჯერ შეთანხმებული არ არის.

"სამიტამდე კიდევ გაიმართება მინისტერიალი და განსახილველ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. საქართველო ვარშავის სამიტზე უნდა ელოდოს არსებითი პაკეტის დამატებით შევსებას და მოკავშირეების მხარდაჭერას ამ პაკეტის მიმართ. ეს გრძელვადიანი პროცესი უნდა იყოს და არა ორწლიანი, სამიტიდან სამიტამდე“, - აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics