03:33 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 16:20:19, 645 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილის ცნობით, უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა საქართველოში 1.9 მილიარდი დოლარი შეადგინა

2016 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,7 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ ვიცე–პრემიერმა,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების დიმიტრი ქუმსიშვილმა მშენებარე სასტუმრო „თბილისი რიქსოსში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, 2016 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს 450,875 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტია.

მარტის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 170,281 შეადგინა, ზრდამ კი 24.8 პროცენტი შეადგინა. ვიცე–პრემიერის განცხადებით, აქამდე მარტში ამდენი ვიზიტორები არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, 2015 წელს შემოსავალმა უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგინა 1.9 მილიარდი დოლარი, რაც 148.8 მლნ აშშ დოლარით მეტია 2014 წელთან შედარებით. ამასთან, საერთაშორისო მოგზაურებმა უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა, 2016 წლის ორი თვის ჯამური მაჩვენებლით, შეადგინა 218,904  ათასი ლარი, ზრდამ კი 26.9 პროცენტი.  ვიცე–პრემიერის განცხადებით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით 6.7 პროცენტს, ზრდა კი 16.2 პროცენტს შეადგენს.

ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა პრესკონფერენციის ჩატარების ადგილზე – მშენებარე სასტუმროზე „თბილისი რიქსოსი“, რომელიც უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია. „ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის დროს პროექტს ჩავარდნა ემუქრებოდა. თუმცა სწორი მოლაპარაკებითა და ხელშეკრულების გონივრული გაგრძელებით წლის ბოლოს მისი მშენებლობა დასრულდება,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics