|
2016-04-04 14:46:32, 702 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი, პუტინი, პოროშენკო - სკანდალური დოკუმენტები და ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული მსოფლიო ლიდერების კომპანიები
საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონსორციუმი სკანდალურ დოკუმენტებს აქვეყნებს, რომლებშიც მსოფლიო ლიდერების მიერ ფულის გათეთრების ფაქტებზეა საუბარი. ჟურნალისტებმა პანამაში რეგისტრირებული იურიდიული კომპანიის მოსაკ ფონსეკას საიდუმლო დოკუმენტები გახსნეს. დაახლოებით 11 მილიონი დოკუმენტიდან იკვეთება, თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ე.წ. საგადასახადო სამოთხეებს (ოფშორულ ზონებს) ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად. ერთ-ერთ დოკუმენტში ნახსენებია საქართველო, კერძოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ბრიტანული ვირჯინიის კუნძულების საფინანსო გამოძიების სააგენტოსა და მოსაკ ფონსეკას შორის არსებული მიმოწერიდან ირკვევა, რომ ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დაარსებული კომპანია Lynden Management-ის მფლობელი ივანიშვილია. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მოსაკ ფონსეკას მომსახურებით აქტიურად სარგებლობდნენ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირები, რომლებმაც 2 მილიარდი ამერიკული დოლარი გაათეთრეს. ინფორმაციის გაჟონვამდე ერთი კვირით ადრე კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მასშტაბური ინფორმაციული თავდასხმა მზადდებოდა. დოკუმენტები შეიცავს უკრაინის პრეზიდენტის, ისლანდიისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილების, საუდის არაბეთის მეფისა და ფიფას მაღალჩინოსნების მიერ კონტროლირებული კომპანიების შესახებ. დოკუმენტებში ჩანს ფეხბურთელ ლიონელ მესისა და მისი მამის სახელები. ესპანეთში მესის მიერ გადასახადებისთვის თავის არიდებასთან არსებული ეჭვების გამო გამოძიება უკვე მიმდინარეობს. მოსაკ ფონსეკა პანამური იურიდიული ფირმაა. ის ოფშორულ ზონებში, როგორიცაა შვეიცარია, კვიპროსი და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, კომპანიებს არეგისტრირებს.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)