09:47 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 13:14:50, 457 ნახვა

საზოგადოება
ყოფილმა პატიმრებმა იმერეთში ბიზნესიდეების განხორციელება დაიწყეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი რეგიონებში ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდამჭერ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან შეხვედრებს განაგრძობს.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამჯერად, ირაკლი ხელაძე იმერეთში იმყოფებოდა, სადაც 9 ყოფილმა პატიმარმა საკუთარი მცირე ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

ერთ-ერთი მათგანია ამირან იობიძე, რომელიც „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარია. მან მონაწილეობა მიიღო ქალაქ ქუთაისში, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში. ამირან იობიძის ბიზნესგეგმა ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების ცენტრის გამართულ მუშაობას შეეხებოდა. მისმა იდეამ გაიმარჯვა და 5 ათასი ლარის ღირებულების დანადგარები შეიძინა. ამ დროისთვის ამირან იობიძე დასაქმებულია. ამავე პროგრამის ბენეფიციარია მალხაზ ჩოგოვაძე, რომელმაც ქალაქ ქუთაისში ფეხსაცმელების საამქროს ამუშავება შეძლო. საგრანტო თანხით - 3 ათასი ლარით, იყიდა სეზონური ფეხსაცმელების დამზადებისთვის საჭირო მასალა. დამზადებულ პროდუქციას სარეალიზაციოდ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში აბარებს. ამავე საგრანტო პროექტის საშუალებით, სასათბურე მეურნეობის მოწყობას იწყებს ბაღდათის რაიონის სოფელ როხში გია მინაშვილი. იგი გრანტის სახით მიღებული 3750 ლარით, საკუთარ ეზოში სათბურის გაკეთებასა და ბოსტნეულის მოყვანას აპირებს. ტყიბულის რაიონის სოფელ ორპირში მცხოვრებმა ბენეფიციარჯმა, მამამზე ზოსიაშვილმა კი 26 ცხვარი იყიდა და საოჯახო მეურნეობა გაიფართოვა.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტი - „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა" - მეოთხე წელია წარმატებით მიმდინარეობს. მსგავსი წარმატებული ისტორიების გათვალისწინებით  საგრანტო კონკურსის თანხა ყოველწლიურად იზრდება და უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი ბიზნესიდეის განხორციელება. 2013-2016 წლებში, ქვეყნის მასშტაბით, ყოფილი პატიმრების 42 ბიზნესიდეა დაფინანსდა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი იმერეთის გარდა უკვე იმყოფებოდა აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში, სადაც  12-მა ყოფილმა პატიმარმა ასევე დაიწყო ბიზნესიდეების განხორციელება. ინდივიდუალური ბიზნესინიციატივები   500-დან 5 ათასი ლარის ოდენობით ფინანსდება.

 „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics