09:49 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 13:06:32, 508 ნახვა

საზოგადოება
ინოვაცოებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საგრანტო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტენქოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო განაცხადების მიღებას ე.წ. ჰაკათონის, მეიქათონისა და კრეათონის ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად, რომელიც მოკლე დროში ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის, კრეატიული იდეის ბიზნეს მოდელისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას ითვალისწინებს.

სააგენტოს ინფორმაციით, განაცხადები მიიღება იწარმოებს 5-დან 22 აპრილამდე. აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით 15 აპრილს ტექნოპარკში (ინოვაციების ქ. #7, თბილისი, ოქროყანა) საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

„საგრანტო კონკურსის მიზანია ქვეყანაში არსებული ინიციატივების წახალისების გზით ჰაკათონის, მეიქათონისა და კრეათონის ტიპის კონკურსების რაოდენობის ზრდა და მათ მიერ კონკრეტული პროდუქტების შექმნის ხელშეწყობა. ის საუკეთესო საშუალებაა ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდებისათვის.ამ ტიპის ღონისძიებებზე მათ შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისაგან შემდგარი გუნდები, დაამზადონ პროტოტიპი, მიიღონ გამოცდილება და პრაქტიკულად განახორციელონ  საკუთარი იდეები.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პრიორიტეტია არსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოში გაჩნდეს ბაზარზე ორიენტირებული ინოვაციური პროდუქტი, ან განვითარდეს და დაიხვეწოს უკვე არსებული. ეს ხელს შეუწყობს იდეების რეალობად ქცევასა და მომავალი ბიზნეს სექტორის განვითარებას ქვეყანაში. 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და არაკომერციულ იურიდიულ პირს. გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. 2016 წლის განმავლობაში კონკურსი ყოველკვარტლურად ჩატარდება, რომლის შედეგად თითოეული მიმართულებიდან (ჰაკათონი, მეიქათონი, კრეათონი) შეირჩევა 2 პროექტი, რაც კვარტალში ჯამში 6 პროექტს დაფინანსებას გულისხმობს. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დაარსების დღიდან ხელს უწყობს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას. საგრანტო კონკურსი 2016 წელს არის საშუალება მათი რაოდენობის გაზრდის, რაც უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განცხადებაში.

საგრანტო კონკურსის სარეგისტრაციო ფორმისა და დეტალური ინფორმაციისათვის გადადით შემდეგ ბმულეზე: https://drive.google.com/a/gita.gov.ge/folderview?id=0B-PgBfrUTHmXXzdpcWRnZDdUc28&usp=gmail

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics