09:56 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 13:04:49, 284 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში ნატო-ს კვირეული 2016 დაიწყო

ნატო-ს კვირეული დღეს, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დაიწყო.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება. მასში მონაწილება  მიიღო  საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა,  ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის  თანაშემწემ  ტედ ვაითსაიდმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ  თანაშემწე ბენჟამენ ზიფმ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  დავით ბაქრაძემ, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და სხვა ქართველმა  და უცხოელმა  ექსპერტებმა.

ფორუმზე სახლახო დიპლომატიისა და კომუნიკაციის სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და გამოწვევებზე იმსჯელებენ.

ნატო-ს კვირეული 18 აპრილამდე გაგრძელდება. დედაქალაქსა და რეგიონებში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის: 2 დღიანი სემინარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებისთვის; საინფორმაციო ცენტრის ახალქალაქის რეგიონული ოფისის გახსნა; პროექტის „ერთი დღე ჯარში“ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის; სამხრეთ-კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჟურნალისტიკის სკოლის ვიცე-დეკანის შეხვედრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან; ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორიების გახსნა უნივერსიტეტებში; 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების ნახატების გამოფენა და სხვა. ასევე, საჯარო ლექციები, კონკურსები, კონფერენციები, დებატები, გამწვანების აქციების და სპორტული ღონისძიებები.

ნატო-ს კვირეული საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება. ღონისძიება სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics