|
2016-04-03 16:02:25, 629 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა და მათ საქართველოში მიმდინარე რეფორმები და საინვესტიციო პროექტები გააცნო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუ და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ქენან ილდირიმი. ვიცე-პრემიერმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმასა და მის მნიშვნელობაზე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. „ჩვენმა მთავრობამ არაერთიმნიშვნელოვანი რეფორმაგანახორციელა, რომ შეგვექმნა მიმზიდველი საინვესტიციო გარემო ინვესტორებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ თქვენ, ბიზნესის წარმომადგენლები ხართ ეკონომიკური ზრდის და განვითარების მამოძრავებელი ძალა, ჩვენი პოლიტიკა და რეფორმები ყოველთვის მიმართული იქნება ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერისაკენ.ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი არის და იქნება კერძო სექტორის განვითარების და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა გამჭვირვალე და ეფექტიანი მთავრობის პირობებში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ვაჭრობის ლიბერალიზებისშეთანხმებებს, მათ შორის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას. აგრეთვე, თურქეთთან დაწყებულ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ეფექტიანად ამოქმედებასთან დაკავშირებით. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება თურქული კომპანიების უფრო დიდ დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკით. 2010-2015 წლების განმავლობაში თურქი ინვესტორების მხრიდან საქართველოში განხორციელდა ნახევარ მილიარდამდე ინვესტიცია სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში, მათ შორის ტურიზმის, ენერგეტიკის, წარმოების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მიმართულებებით. ვიცე-პრემიერმა დიდი ყურადღება დაუთმო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აღნიშნული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველომ 70 კანონი მიიღო, 90-ზე მეტ კანონქვემდებარე აქტში შეიტანა ცვლილება, მიუერთდა 7 ქარტიას და შეიმუშავა 4 სტრატეგია. მოხსენებაში დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებზე, მათ შორის, პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“. ამ ეტაპზე მხარდაჭერილია 154 პროექტი, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 370 მლნ. ლარს შეადგენს. მისი განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ასევე ხელმისაწვდომია სასტუმრო ინდუსტრიის წახალისების მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ მეწარმეებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ შეღავათიანი ფინანსური რესურსით, როგორც ახალი სასტუმროს, ასევე არსებულის გაფართოების მიზნით. ამასთანავე, მეწარმის მხრიდან ფრენჩაიზინგის ხელშეკრულების გაფორმებისა და ქვეყანაში უცხოური ბრენდის შემოყვანის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს საერთაშორისო ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების ანაზღაურებას. შეხვედრის დასასრულს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასოციაციის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)