18:43 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-09 18:21:20, 5897 ნახვა

მსოფლიო
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა

ორბანის 16 წლიანი მმართველობა დასრულდა - პეტერ მადიარი ოფიციალურად გახდა უნგრეთის პრემიერი.  ქვეყნის ახალი მმართველის ინაუგურაციის ცერემონია რამდენიმე საათის წინ გაიმართა. 

მადიარმა ფიცი ქვეყნის ეროვნული ასამბლეის შენობის წინ დადო. ამ დროს კოშუტის მოედანი ხალხით იყო გადავსებული. ფიცის დადების შემდეგ, უნგრეთის პარლამენტის შენობაზე აღიმართა ევროკავშირის დროშაც.

ფიცის დადების ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები, დიპლომატები და არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციური პარტიებიც. უნგრეთში თავიდან დაკომპლექტდა პარლამენტი და მთავრობაც. არსებული ინფორმაციით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში რეკორდული რაოდენობის 54 ქალი დეპუტატი განაგრძობს საქმიანობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
მედიის ადვოკატირების კოალიცია - მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics