08:17 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 15:07:31, 361 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციას ვერაფერში ვერ ვხედავ

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენ გვაქვს? მის ფუნქციას ვერაფერში ვერ ვხედავ“, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის სპეციალისტმა სოსო ცინცაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, შევარდნაძის დროინდელი მინისტრის ალექსანდრე ჩიკვაიძის (1192-95წწ) შემდეგ საგარეო უწყებამ დაღმასვლა განიცადა. ის იმასაც იხსენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის მოქალაქეობა გააჩნდა და მან ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი მხოლოდ ომის შემდეგ თქვა.

„საგარეო სამინისტრო ჩვენ გვაქვს? საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციას ვერაფერში ვერ ვხედავ. მე ვარ ადამიანი, რომელიც 50 წელია საგარეო პოლიტიკას ვსწავლობ და მინისტრის გვარიც კი არ მახსოვს და სახეზეც ვერ ვცნობ მაშინ, როდესაც ნორმალურ ქვეყნებში საგარეო საქმეთა მინისტრი პირველ სამეულში შედის.

საგარეო უწყების მინისტრები დაღმავალი ხაზით წავიდა. ჩიკვაიძის შემდეგ დაღმავალი ხაზით მიდიოდა მინისტრის პერსონალური ფუნქცია. ჩიკვაიძე იყო ბოლო მინისტრი, რომელიც შესაძლებლობების ფარგლებში თავად განსაზღვრავდა უწყების ფუნქციებს. შევარდნაძე მას ფრთებს უკვეცდა და ბევრ უფლებას არ აძლევდა, მაგრამ ბევრ რაღაცას მაინც ახერხებდა, ვინაიდან ის ნამდვილი დიპლომატი იყო“, - აცხადებს პოლიტოლოგი და  აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სულ სხვა სიტუაცია იყო.

„2008 წლის ომის შემდეგაც კი ფეხებითა და ხელებით ებღაუჭებოდა ჩვენი საგარეო მინისტრი თავის სკამს. სანამ რუსეთის სახელმწიფო „დუმაში“ სომეხმა დეპუტატმა კატეგორიულად არ მოითხოვა მისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა, მანამ მას მოქალაქეობის ჩაბარება არც კი უფიქრია. რასაკვირველია გრიგორი ვაშაძეს ვგულისხმობ. ერთ კვირაში „დუმა“ ჩამოართმევდა და ამიტომ მოვლენებს დაასწრო. ომამდე რუსეთი ოკუპანტი არ იყო? ამის მერე ეს დაღმავალი ხაზი გაგრძელდა და ბოლოს მივიღეთ ის რაც მივიღეთ. ახალგაზრდა კაცი მიხეილ ჯანელიძე. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავისი საქმე მას თავადაც არ ანაღვლებს“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics