|
2016-04-02 14:56:16, 485 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე „გაზპრომის“ მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაზიფიცირებაზე: ეს არის რბილი ძალით ანექსია
არცერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ამ ამბავში არ ჩაერთვება, - ასე ეხმაურება საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტი სოსო ცინცაძე იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 200-მდე სოფელს ბუნებრივი აირით „გაზპრომი“ მოამარაგებს. როგორც პოლიტოლოგმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ საქართველოს ტერიტორიების რბილი ძალით ანექსიაა, თუმცა ამ სიტუაციაში საქართველოს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ვინაიდან ხელისუფლებამ ამ სიტუაციაში თავი თავად ჩაიგდო. „საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთზე დიპლომატიის ბერკეტი თვითონ დაკარგა. ამ სიტუაციაში ჩვენს ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. საერთაშორისო თანამეგობრობას ვერ მივმართავთ იმიტომ, რომ ისინი იტყვიან, რომ ეს ჰუმანური აქტია და გვეტყვიან, რომ თუ თქვენს სრულფასოვან მოქალაქეებად თვლით ოსებს, რატომ არ გინდათ რომ მათ უკეთესად იცხოვრონო. საერთაშორისო თანამეგობრობა ამას სხვა თვალით უყურებს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის რბილი ძალით ანექსია. არცერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ამ ამბავში არ ჩაერთვება. ჩვენ რომ გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ჩვენ მივაწოდოთ გაზი იმავე ტარიფით, როგორც ამას რუსეთი აკეთებს, მაშინ სხვაა, მაგრამ ჩვენთან ხომ ვხედავთ რაც ხდება. მსოფლიოში გაზის და ნავთობის ფასი ლამის წყლის ფასამდე ჩამოვიდეს, მაგრამ ჩვენთან 2-3-4 თეთრზე დაბლა არ ჩამოსულა. ჩვენთან სულ სხვა მიდგომებია და ამით სარგებლობს „გაზპრომი“ და ოკუპანტი სახელმწიფო“, - განაცხადა პოლიტოლოგმა და აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში გაზის საქართველოს გავლით შესვლა დამატებით სირთულეებთანაა დაკავშირებული. „ამისთვის მზად ვართ? რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება ტექნიკურად და პრაქტიკულად. რასაკვირველია, რომ საქართველოდან უნდა მიიღოს გაზი, მაგრამ გასათვალისწინებელია როგორი ტარიფით მიიღებენ საქართველოდან“, - აღნიშნა ცინცაძემ. კითხვაზე - რომელ უწყებას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა „ივანიშვილის უწყებას“ ეკისრება. „ეს არის ივანიშვილის უწყების პასუხისმგებლობა. სანამ კალაძე ივანიშვილის კარზე ფავორიტია მის საქმეში ცხვირს არავის ჩააყოფინებენ. ჩვენ ვიცით დეტალები იმაზე, თუ რა მოლაპარაკებები წარმოებდა „გაზპრომთან“ და რატომ ჩაიშალა? ჩაშლა ჩვენთვის კარგია თუ ისე რა? ჩაშლის სანაცვლოდ რა მივიღეთ? აზერბაიჯანი რას გვპირდება? გარდა ამისა სად არის შეპირება რომ 2016 წლისთვის მთელი ქვეყანა გაზიფიცირებული უნდა ყოფილიყო? შეიძლება ერთი ციცქნა ქვეყანა გაზიფიცირებული არ იყოს 21-ე საუკუნეში? ამის შემხედვარე რითი უნდა დავაინტერესოთ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა? გეტყვით ერთ დეტალს, რაც არასოდეს არ მითქვამს. სააკაშვილის დროს, როდესაც „სოკარის“ დირექტორად ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი დაინიშნა, მასთან მივედი. პირადი ინტერესიც მქონდა, ბაზალეთის რაიონში აგარაკი მაქვს და ვკითხე როდის იქნება გაზიფიცირებული-მეთქი. მან გადაშალა კომპიუტერი და მაჩვენა სად მიდიოდა მათი ფული - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პირად ანგარიშებზე. მაჩვენა გადარიცხული თანხები - 100 000 დოლარი, 200 000, 300 000. დაფინანსებული იყო პარტიის ლიდერების მოგზაურობები. დღეს ხომ არ ხდება ასე? მაინტერესებს კალაძე „სოკარს“ ამ ხელშეკრულების შესრულებას რატომ არ სთხოვს? ეს ეჭვს ბადებს, რომ რაღაც „ორმაგ ბუღალტერიასთან“ გვაქვს საქმე. არის რაღაც ისეთი შეთანხმებები, რაზეც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს. ენერგეტიკული დიპლომატიაც კი არ გვაქვს. რამდენიმე თვის წინ „სოკარი“ და „გაზპრომი“ როდესაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს გვქონდა შანსი ამაზე გვეთამაშა და როგორც მინიმუმ მოსახლეობისთვის შემცირებული ტარიფი მაინც მიგვეღო. ტარიფი არ შემცირებულა, მაგრამ ალბათ ეს შანსი ხელისუფლებამ გამოიყენა, მაგრამ არა ხალხის საკითელდღეოდ“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)