2016-04-02 09:32:14, 371 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპოლუსი ეწვია
საქართველოს ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპოლუსი ეწვია.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.
ასევე დაგეგმილია დიმიტრის ავრამოპოლუსის შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია II–სთან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან