04:11 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-01 02:16:42, 297 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა

რუსეთის მთავრობამ აკრძალა უცხოური საკომუნიკაციო თანამგზავრებიდან, მათ შორის Starlink-ის ტერმინალებიდან სიგნალების მიღებისა და გადაცემის აღჭურვილობის იმპორტი.

„აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში რადიოელექტრონული აღჭურვილობის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია რადიოტალღების გადაცემისა და/ან მიღებისთვის უცხო სახელმწიფოების კოსმოსური საკომუნიკაციო ობიექტებიდან (საკომუნიკაციო თანამგზავრებიდან, მათ შორის ორმაგი დანიშნულების), რომლებიც ჩამოთვლილია დანართში და რომლებსაც არ აქვთ რადიოსიხშირეების სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება რადიოსიხშირული დიაპაზონების განაწილების შესახებ“, - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

Starlink-ის ტერმინალების აკრძალვა რუსეთში ინტერნეტის კონტროლის გამკაცრების ფონზე ხდება. 2025 წლის მაისიდან ხელისუფლება უკრაინულ დრონებთან ბრძოლის საბაბით მობილური ინტერნეტ სერვისების გათიშვას ახორციელებდა. „ხაზზე“ პროექტის თანახმად, გათიშვამ 60-ზე მეტ რეგიონს შეეხო. Top10VPN-ის მონაცემებით, 2025 წელს გათიშვამ ქვეყნის თითქმის ყველას შეეხო, რაც სულ 37,166 საათს გაგრძელდა. 26 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავად მობილურმა ოპერატორებმა დაიწყეს აბონენტების გლობალურ ქსელზე წვდომის შეზღუდვა.

ინფორმირებულმა წყაროებმა „როიტერსს“ განუცხადეს, რომ მოსკოვმა შეისწავლა ჩინეთის („დიდი ფაირვოლი“) და ირანის (ინტერნეტის რეგულარული გათიშვა საპროტესტო აქციების დროს) გამოცდილება, რის შემდეგაც ოფიციალურ პირებს დაევალათ ქსელის დიდი სეგმენტების დაბლოკვის გზის პოვნა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მოუწოდა მოქალაქეებს, მოემზადონ გახანგრძლივებული გათიშვებისთვის. „RKS Global“-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთში „თეთრ სიაში“ შეტანილ ინტერნეტზე სრული გადასვლა 2028 წლისთვის შეიძლება მოხდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics