|
2026-04-30 23:02:41, 7095 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
ისრაელის მარცვლეულის იმპორტიორთა ასოციაციამ განაცხადა, რომ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან ექსპორტირებული ხორბლის გადამტან რუსულ გემს ისრაელში გადმოტვირთვის უფლება არ მიეცემა. განცხადების თანახმად, ისრაელის იმპორტიორი კომპანია Zenziper კიევის ზეწოლის გამო იძულებული გახდა გემის შესვლაზე უარი ეთქვა. „არსებულ ვითარებაში, Zenziper იძულებული გახდა, ხორბლის ტვირთის გადამტან რუსულ გემს შესვლაზე უარი ეთქვა, რაც უკრაინასთან დავის საგანია. ტვირთის რუს მიმწოდებელს გადმოტვირთვისთვის ალტერნატიული პორტის პოვნა მოუწევს“, - ციტირებს ასოციაციას The Jerusalem Post. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ისრაელის გადაწყვეტილებას „პოზიტიური ნაბიჯი“ უწოდა, რომელიც სამართლებრივი და დიპლომატიური ზომების ეფექტურობას აჩვენებს. „ეს ასევე მკაფიო სიგნალს უგზავნის ყველა სხვა გემს, კაპიტანს, ოპერატორს, დამზღვევს და მთავრობას: ნუ იყიდით მოპარულ უკრაინულ მარცვლეულს. ნუ გახდებით ამ დანაშაულის თანამონაწილე“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა. VesselFinder-ის ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „პანორმიტისი“ ჰაიფას პორტში კავკაზის (კრასნოდარის მხარე) პორტიდან 6200 ტონა ხორბლითა და 19000 ტონაზე მეტი ქერით ჩავიდა. ისრაელის მედია საშუალებები და უკრაინელი საგამოძიებო ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ ტვირთი შესაძლოა ქერჩიდან და ბერდიანსკიდან ყოფილიყო გაგზავნილი. ამის შემდეგ უკრაინამ ისრაელის ელჩს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის დიპლომატები კიევის ოფიციალური მოთხოვნების, მათ შორის იურიდიული დახმარების მოთხოვნის იგნორირებაში დაადანაშაულა. MarineTraffic-ის ცნობით, „პანორმიტისი“ ჰაიფას პორტიდან ოთხშაბათს, 29 აპრილს გავიდა, თუმცა მისი დანიშნულების ადგილი უცნობია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის იკვლევს შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას ისრაელის ოფიციალური პირებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მოპარული მარცვლეულით ვაჭრობაში არიან ჩართულნი. ევროკავშირის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა ანუარ ელ ანუნიმ Haaretz-ს განუცხადა, რომ ბრიუსელმა „ყურადღება მიაქცია იმ ინფორმაციას, რომ მოპარული უკრაინული მარცვლეულის მატარებელი რუსული გემი ჰაიფას პორტში გადმოტვირთვის ნებართვას იძლეოდა, უკრაინის ისრაელის ხელისუფლებასთან წინა კონტაქტების მიუხედავად“. „ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის უკანონო ომის დაფინანსებას და არღვევს ევროკავშირის სანქციებს და მზად ვართ, შევაჩეროთ ისინი მესამე ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირების სანქციების სიაში დამატებით, საჭიროების შემთხვევაში“, - ხაზგასმით აღნიშნა ანუნიმ. მან დასძინა, რომ ევროკავშირი, უკრაინასთან ერთად, ისრაელისგან ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ითხოვს.
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 ასაკის, ყველაზე მცირერიცხოვანი ერთ წლამდე
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)