16:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-22 15:04:28, 289 ნახვა

პოლიტიკა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა

იტალიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც კრემლის პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონს შეურაცხყოფა მიაყენა. 

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა 21 აპრილს ვლადიმერ სოლოვიოვის შეურაცხმყოფელ განცხადებას "მიუღებელი" უწოდა. 

კერძოდ, იტალიური მედიის თანახმად, რუსმა პროპაგანდისტმა ჯორჯია მელონს იტალიურ ენაზე "კაცობრიობის სირცხვილი", "ველური მხეცი", "იდიოტი" და "საზიზღარი პატარა ქალი" უწოდა, შემდეგ კი, რუსულად თქვა, რომ "ჯორჯია მელონი ფაშისტი არსებაა, რომელმაც უღალატა თავის ამომრჩევლებს", შემდეგ კი დასძინა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა "დონალდ ტრამპსაც უღალატა". 

ამის შემდეგ, ანტონიო ტაიანმა X-ზე დაწერა, რომ რუსეთის ელჩი ალექსეი პარამანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა, "რათა ოფიციალურად გადასცეს საპროტესტო ნოტა წამყვანის მიერ გაკეთებული უკიდურესად სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო". 

ვლადიმერ სოლოვიოვის შეურაცხმყოფელი განცხადებები იტალიურმა ოპოზიციურმა პარტიებმაც დაგმეს. 

მოგვიანებით, რუსი პროპაგანდისტის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებებს თავად ჯორჯია მელონიც გამოეხმაურა და მან X-ზე დაწერა, რომ "ეს კარიკატურები ნამდვილად ვერ შეაცვლევინებენ კურსს" და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "სხვებისგან განსხვავებით, [იტალიელები] არ არიან მარიონეტები, არ ყავთ ბატონები და არ იღებენ ბრძანებებს".

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics