|
2026-04-19 10:00:01, 2821 ნახვა
პოლიტიკა
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს შეემატა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებს. ამის შესახებ Freedom House-ის ანგარიშშია ნათქვამი. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც იდენტიფიცირებულ იქნენ, რომ იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს, ექვსი ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე დაემატა. “გასულ წელს მთავრობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლავდნენ, თავს ესხმოდნენ, იტაცებდნენ, ემუქრებოდნენ და ავიწროებდნენ კრიტიკოსებს მათ საზღვრებს მიღმა. Freedom House-მა წლის განმავლობაში ფიზიკური, პირდაპირი ტრანსნაციონალური რეპრესიების 126 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, რამაც ჩვენს მონაცემთა ბაზაში, 2014 წლიდან 2025 წლამდე, შემთხვევების სრული რაოდენობა 1,375-მდე გაზარდა. დამნაშავე მთავრობათა რაოდენობა გაიზარდა. ექვსი ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე - იდენტიფიცირებულ იქნენ, რომ იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს. 2025 წლის მონაცემებით, როგორც მინიმუმ 54 მთავრობას, რაც მსოფლიოში ქვეყნების მეოთხედზე მეტს შეადგენს, უცდია საზღვარგარეთ განსხვავებული აზრის გაჩუმება", - ნათქვამია ანგარიშში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)