08:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 12:49:50, 524 ნახვა

საზოგადოება
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალ ოფისში გადადის

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალ ოფისში გადადის.

წერეთლის გამზირზე მდებარე შენობა ცენტრის საჭიროებების გათვალისწინებით სპეციალურად გარემონტდა. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უწყების ახალი ოფისი დღეს თეა წულუკიანმა დაათვალიერა. 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ახალი შენობა, უშუალოდ თანამშრომლების საჭიროებების გარდა, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებზეა მორგებული. პროგრამა განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით ხორციელდება და მასში  ყოფილი პატიმრები არიან ჩართულნი. „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ მათთვის სხვადასხვა სერვისს ახორციელებს. ახალ ოფისში პროგრამის ბენეფიციარებთან შეხვედრებისათვის სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი, რათა პროგრამის მონაწილეებმა − ყოფილმა პატიმრებმა, თავი მშვიდ, არასტრესულ გარემოში იგრძნონ და მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში შეძლონ კომუნიკაცია დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომლებთან.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. 2013-2015 წლებში პროგრამით ისარგებლა 1621-მა ყოფილმა პატიმარმა. ამათგან, 597 ბენეფიციარს გაეწია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დახმარება; უფასო სამგზავრო ბარათი მიიღო 232-მა ბენეფიციარმა; იურიდიული კონსულტაცია გაიარა 403-მა ბენეფიციარმა; ფსიქოლოგის მომსახურება გაეწია 235  ბენეფიციარს; დასაქმდა 203 ყოფილი პატიმარი; 207-მა  ბენეფიციარმა წარმატებით გაიარა პროფესიული გადამზადების კურსები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში 43 ყოფილი პატიმრის 42 ბიზნესიდეა დაფინანსდა.

რაც შეეხება იმ პროექტებს, რომლებსაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისთვის ახორციელებს, ისინი  მედიაციის სახლში ფუნქციონირებს, რომელიც 2014 წლის ივლისში ნაძალადევის რაიონში გაიხსნა. ოფისში განთავსებულია მედიაციისა და პრემედიაციისათვის განკუთვნილი სივრცეები, ტრენინგების ოთახები.

მედიაციის სახლში სპეციალური პროგრამები მიმდინარეობს იმ მოზარდებისათვის, რომლებსაც არ ჩაუდენიათ დანაშაული, მაგრამ ხასიათდებიან ანტისოციალური ქცევით და მათი მხრიდან კანონდარღვევის რისკი მაღალია. სპეციალურად მათთვის ნაძალადევის რაიონში მუშაობს „ახალგაზრდული კლუბი“, სადაც არასრულწლოვნებს დროის საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარების საშუალება აქვთ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics