|
2016-03-31 20:05:34, 455 ნახვა
პოლიტიკა
ნუკრი ქანთარია: კოალიციამ თავისი თავი ნელ-ნელა ამოწურა და ყველა თავის ბარგი-ბარხანით გაუდგება გზას არჩევნებისკენ
კოალიციამ თავისი თავი ნელ-ნელა ამოწურა და ყველა თავის ბარგი-ბარხანით გაუდგება გზას არჩევნებისკენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა. მისივე თქმით, უმჯობესია ყველა მათგანი არჩევნებისკენ მიმავალ გზას დამოუკიდებლად გაუდგეს. "კოალიციამ თავისი თავი ნელ-ნელა ამოწურა და ყველა თავის ბარგი-ბარხანით გაუდგება გზას არჩევნებისკენ, რაც საზოგადოებისთვის იქნება კარგი, იმიტომ, რომ მისთვის ადვილი იქნება არჩევანის გაკეთება", - განაცხადა ქანთარიამ. 2016 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" დამოუკიდებლად მონაწილეობას პარტიის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ. მმართველი გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ განსხვავებული აზრი პარტიაში არ უნდა ფიგურირებდეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში, კოალიციაში შემავალი ყველა სუბიექტი გაიგებს თუ რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში. „იმიტომ არის კარგი, რომ თვითონ ქართული ოცნება გაიგებს რა მხარდაჭერა აქვს რეალურად მოსახლეობიდან. მეორეც მისცემენ მას ხმას მხოლოდ იმ პროგრამის შესაბამისად და იმ საარჩევნო სიის შესაბამისად, რომლითაც ის წარდგება არჩევნებზე. არც მოემატება და აღარც დააკლდება სხვა სუბიექტების დადებითი თუ უარყოფითი რეიტინგი. ასევე სხვა პარტიებსაც ეძლევათ საშუალება თვითონ პირისპირ წარსდგნენ ამომრჩეველთან და მათაც გაიგონ რეალურად რა მხარდაჭერა აქვთ“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)