08:06 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 19:42:53, 545 ნახვა

საზოგადოება
ცესკომ საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული ოლქების საზღვრები დაამტკიცა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის,  და რუსთავის (კანონით განსაზღვრული შესაბამისი ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში) 30 ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის საზღვრები დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილების თანახმად ამომრჩეველთა ხმების ძალა ადექვატურად გამოიხატება მანდატის წონაში; ანუ მიღწეულია „ხმის თანაბრობის“ ფუნდამენტური პრინციპი, რომლის დანერგვაზეც წლების განმავლობაში საკუთარ რეკომენდაციებს წარმოადგენდნენ ვენეციის კომისია, ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ (ცესკო, საოლქო საარჩევნო კომისიები) საკმაოდ მოკლე ვადაში უზარმაზარი სამუშაო გასწია - „ჩვენ მოვახერხეთ საზღვრების დელიმიტაციის პროექტის მომზადებაც, უზრუნველვყავით პროცესის საჯაროობა, - გავმართეთ საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრები,“ - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას და მადლობა გადაუხადა ცესკოს, საოლქო საარჩევნო კომისიების თანამშრომლებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვინც ჩაერთო და მონაწილეობა მიიღო ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროექტი მაჟორიტარული ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით, 14 მარტიდან გაასაჯაროვა;  პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების და ინფორმაციის გაცვლის მიზნით შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან, ეროვნულ უმცირესობებთან, საკრებულოს ქალთა ჯგუფებთან. ეს იმ საზოგადოებრივი ჯგუფების მოკლე ჩამონათვალია, რომლებთან შეხვედრებზეც მოხდა ძირითადი პრინციპების შესახებ ერთობლივი მოსაზრებების გაცვლა და შეჯერება.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნისთვის და მათი საზღვრებისა და ნომრების განსაზღვრისთვის კანონმდებლობით გაწერილი ვადა მიმდინარე წლის 1 აპრილამდე ჰქონდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics