|
2026-04-02 17:32:20, 5032 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი: ევროპული ბიუროკრატია ჩვენთან მიმართებაში შეცდომებს ხშირად უშვებს
ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ვიზიტისას კომენტარი გააკეთა და კვლავ ევროპა დაადანაშაულა. "სლოვაკეთის პრეზიდენტთან საუბარი ევროკავშირთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებითაც მქონდა [...] ევროკავშირი რომ შეიქმნა, ეს იყო სამშვიდობო იდეა, დაფუძნებული ეკონომიკურ განვითარებაზე, თანასწორობაზე, სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემაზე. ამ ეტაპზე კი, ჩვენდა სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია ჩვენთან მიმართებაში შეცდომებს ხშირად უშვებს. საქართველო ამ ღირებულებების ერთგულია. ჩვენთვის სამაგალითოა სლოვაკეთი, რომელიც ამ პრინციპებს იცავს და ჩვენი ხალხი ევროკავშირში სლოვაკეთის პოზიციონირებას იმედიანად შესქცერის, რადგან ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ევროკავშირის წევრი გავხდეთ, თუმცა დაცული უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი და სამართლიანობის პრინციპი. ჩვენ მოლაპარაკება არ შეგვიჩერებია, ყოველთვის მზად ვართ. ახლაც აღვნიშნავთ, რომ სამართლიანი და კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ. მაგრამ, ამ პროცესს მეორე მხარე სჭირდება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ბრიუსელის ბიუროკრატია განსხვავებულად იქცევა. თუმცა, იმედს გვაძლევს ის ქვეყნები, მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ეს პრინციპები გააჩნია და მათი მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა მუდმივად აქვს - სლოვაკეთი სწორედ ერთ-ერთი მათგანია", - თქვა ყაველაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)