01:51 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 18:13:00, 684 ნახვა

ეკონომიკა
მიხეილ ჯანელიძე ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს შეხვდა

„საქართველო  ლატვიას განიხილავს, როგორც  მნიშვნელოვან პლატფორმას ევროპაში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით და ასევე როგორც კარიბჭეს, რომელიც საქართველოს არა მხოლოდ  აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებთან, არამედ მთელ ევროპასთან დააკავშირებს" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო  საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულმა  პოლიტიკურმა პარტნიორობამ ხელშესახები შედეგები ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებშიც გამოიღოს.  

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ ლატვიელ ბიზნესმენებსა და სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება და ბიზნეს-გარემო გააცნო. მისი თქმით, საქართველოს დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო,  ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკა გააჩნია, რაც  უცხოელი ინვესტორებისთვის დამატებითი სტიმულია.  

„თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩამოხვიდეთ საქართველოში და დაიწყოთ აქ კონკრეტული პროექტების განხორციელება, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თქვენს ინტერსებსაც ემსახურება" - განუცხადა ჯანელიძემ ლატვიელ ბიზნესმენებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს, როგორც ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი დერეფნის ისტორიულ როლზე გაამახვილა ყურადღება. ამ კონტექსტში, მან „ახალი აბრეშუმის გზის", „აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზისა" და „ანაკლიის ღრმაწყლოვანი  პორტის" მშენებლობის პროექტებზე ისაუბრა. 

„ეს სახმელეთო და საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლის ისტორიულ ფუნქციას" - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. 

მისი თქმით, სატრანსპორტო პროექტების გარდა, საქართველო მნიშვნელოვანი მოთამაშეა ენერგორესურსების დივერსიფიცირებისა და ევროპისთვის ახალი ენერგო რესურსების მიწოდების თვალსაზრისითაც.

მიხეილ ჯანელიძემ თავის გამოსვლაში  ვრცლად ისაუბრა საქართველოში ისეთი მიმართულებების განვითარებაზე, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი პოტენციალი გააჩნია. კერძოდ, მან  ყურადღება მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ეკონომიკის ისეთ სექტორებში გაამახვილა, როგორიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ლოგისტიკა, ენერგეტიკა. მისი თქმით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის სუფთა ენერგიის საიმედო მიმწოდებელი ხდება, ხოლო მომავალში,  ჰიდროელექტრო რესურსები მან შესაძლოა ევროპასაც მიაწოდოს. 

გამოსვლის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ ლატვიის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოში მიიწვია და მათ საქართველოსთან მჭიდრო კავშირების განვითარება უსურვა.

ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, 2016 წლის 31 მარტს ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ფორუმი ორი ქვეყნის საგარეო სქმეთა მინისტრებმა მისასალმებელი სიტყვით გახსნენს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics