|
2026-03-31 21:58:12, 1932 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - რუსული რეჟიმი საქართველოში ყველანაირად ცდილობს, რომ არ შედგეს ერთობა
ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით, ვიდეომიმართა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ რუსული რეჟიმი საქართველოში ყველანაირად ცდილობს არ შედგეს ერთობა. "საქართველომ ჩაატარა ის რეფერენდუმი, რომლითაც დღესაც ვარსებობთ, როგორც სახელმწიფო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ქვეყანა, რომელმაც თავისი ნება გამოხატა. ამ დღის გმირი არის, ერთი მხრივ, მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელმაც გაბედა ეს ნაბიჯი გადაედგა, რომელმაც გაბედა ქართველი ხალხისთვის ეკითხა - რა არის თქვენი ნება? იყოთ რუსეთში, იყოთ რუსეთი თუ იყოთ საქართველო? დამოუკიდებელი, როგორც მოდიოდა საუკუნეების მანძილზე. და მეორე მხრივ, გმირი ქართველი ხალხი, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა და გამოხატა თავისი ნება, როგორც ერთობლივი როგორც ყოველი ამ ქვეყნის მოქალაქეს ნება, უმცირესობებიც მონაწილეობდნენ და უმრავლესობაც. ეს არის ყველაზე ნიშანდობლივი ამ რეფერენდუმში, რომ საქართველომ მთლიანად, თავისი მეთაურით და თავისი ხალხით, უარი თქვა რუსეთზე, უარი თქვა იმ უახლოეს წარსულზე, რომელიც მონობის წარსული იყო. ეს კითხვა, სამწუხაროდ, ჩვენს წინაშე დგას 35 წლის მერეც, რასაც არავინ იფიქრებდა, ჩვენ არ ვიფიქრებდით იმას, რომ ხელახლა, ასე ტრაგიკულად იქნებოდა დასმული კითხვა - რა გინდათ, რუსეთი თუ საქართველო? რუსეთი თუ თავისუფლება? რუსეთი თუ დამოუკიდებლობა? რუსეთი თუ სახელმწიფო? და ჩვენი პასუხი კიდევ ერთხელ არის გასაცემი, გასაცემი კიდევ ერთხელ ყველასი ერთად, რადგან არაფერი ისე არ უწყობს ხელს რუსეთს და მტერს, როგორც ერის დაყოფა. რუსეთი ყველა მხრივ, ყველანაირად ცდილობს, რომ სწორედ დაგვყოს და ყველანაირად ცდილობს რუსული რეჟიმი საქართველოში, რომ არ შედგეს ერთობა, არ შედგეს ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა, საითკენ უნდა საქართველოს განვითარება. ასე რომ, ეს პასუხი დღესაც ჩვენი გასაცემია. პასუხს უკვე სცემენ ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ციხეში არიან და ციხიდან გვეუბნებიან, რომ ჩვენი მომავალი არის ერთობაში და ერთად გაცემულ პასუხშია, არა რუსეთს, კი საქართველოს." - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 4.3%-ია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)