|
2026-03-27 13:40:44, 1356 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების დელეგაციის მიწვევის შემდეგ, კონგრესმენმა ლუნამ რუსეთის დუმის დეპუტატებს უმასპინძლა
ქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაციის მიწვევის შემდეგ, ამერიკელმა კონგრესმენმა ანა პულინა ლუნამ ვაშინგტონში რუსეთის სახელმწიფო დუმის სანქცირებულ დეპუტატებს უმასპინძლა. რუსეთის დუმის სანქცირებულ დეპუტატებთან შეხვედრის ვიდეო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. კადრებში ჩანს, როგორ ათვალიერებინებს კონგრესმენი მათ კაპიტოლიუმის შენობას. ქართული ოცნების პარლამენტის დელეგაცია აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა. სამთავრობო მედია TV Imedi-მა დაწერა, რომ ქართული ოცნების დეპუტატები - ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა - "კონგრესმენი ანა პაულინა ლუნას მოწვევით" ვაშინგტონში 4-5 მარტს დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრებოდნენ, რომელსაც სახელად - "სუვერენული ერების ალიანსი" ჰქვია. კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა - რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დახმარების წინააღმდეგია და მხარს უჭერს რუსეთ-აშშ-ის შორის "სამშვიდობო-სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას". ის მუდამ უკრაინისთვის დახმარების გაწევის საწინააღმდეგოდ აძლევდა ხმას - ამასთან, 2025 წლის ოქტომბერში კონგრესმენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელს შეხვდა. აშშ-ში ქართული ოცნების დელეგაციის ვიზიტის შემდეგ, ფორმულას სახელმწიფო დეპარტამენტში უთხრეს, რომ “განიხილავენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად”.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)