|
2026-03-26 23:48:33, 1249 ნახვა
პოლიტიკა
Times of Israel: ტრამპი ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისკენ იხრება
გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისკენ იხრება, ვაშინგტონი კი დარწმუნებულია, რომ ასეთი სამხედრო ზეწოლის ქვეშ, ირანი დანებდება. გამოცემის ცნობით, მათ ეს ინფორმაცია აშშ-სა და ირანს შორის ერთ-ერთი შუამავალი ქვეყნის წარმომადგენელმა მიაწოდა. გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, პენტაგონი სამხედრო ვარიანტებს განიხილავს ირანისთვის "საბოლოო დარტყმის" მისაყენებლად, რაც შესაძლოა, სახმელეთო ძალების გამოყენებასა და დაბომბვის მასობრივ კამპანიას მოიცავდეს. ამის შესახებ გამოცემა აშშ-ს ორ მაღალჩინოსანსა და ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ს არმიას უკვე მომზადებული აქვს ირანის სიღრმეში სახმელეთო ოპერაციის გეგმები, რომლის მიზანიც ბირთვულ ობიექტებში დამარხული გამდიდრებული ურანის ხელში ჩაგდება და ირანიდან გამოტანაა. თუმცა, მსგავსი სარისკო ოპერაციის ჩატარების ნაცვლად, აშშ-მ შესაძლოა, მასშტაბური საჰაერო იერიშები მიიტანოს ბირთვულ ობიექტებზე, რათა ირანმა ვეღარასდროს აღიდგინოს გამდიდრებულ ურანზე წვდომა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)