|
2016-03-31 15:26:50, 1225 ნახვა
საზოგადოება
ანი მიროტაძე: ჯანსაღი კონკურენცია მომხმარებლისთვის კარგია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების და მათი კლების გამომწვევი მიზეზებზე საუბრობს. აფბას-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო 4 თვის განმავლობაში მედიკამენტების ბაზარზე ფასები იკლებს. ასოციაცია აკვირდება 200 ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტის ფასთა ცვლილებას. რამდენად ეთანხმებით თქვენ ამ კვლევის შედეგებს? - ეს თუ ასეა, მივესალმები. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია. ვისაც მედიკამენტები სჭირდება, ეს შეღავათი იქნება მათთვის და ამაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს?! ბევრ ქვეყანაში სოციალურად დაუცველებისთვის არსებობს დაზღვევის პაკეტები წამლების შესაძენად. ვიმედოვნებ, საქართველოშც ექნებათ ადამიანებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ წამლები გამოჩნდა. რამდენად იქონია ფასების შემცირებაზე გავლენა ამ კომპანიის გამოჩენამ? - ჩემი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს საჭირო მედიკამენტი ხელმისაწვდომი. თუ ეს მიღწეულია, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შემოვიდა და რატომ? თუ ფასების შემცირება შესაძლებელი იყო, არსებულმა კომპანიებმა აქამდე რატომ არ გააიაფეს წამლები?! ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენა რა გავლენას მოახდენს არსებულ მდგომარეობაზე? გაიზრდება თუ არა კონკურენცია? - ჯანსაღი კონკურენცია მომხმარებლისთვის არის კარგი. როდესაც მონოპოლისტია კომპანია, კონკურენტი არ ჰყავს, ის ისე აწესებს ფასებს, როგორც უნდა. მედიკამენტს, რომელიც მხოლოდ ერთ აფთიაქში იყიდება, ისეთი ფასი აქვს, როგორიც მის შემომტანს უნდა და ხელს აძლევს. ორ და სამ აფთიაქში რომ იქნება, ასეთ ფასს ვეღარ დაადებენ. ამიტომ კეთილი ინებონ კომპანიებმა, მოგების უფრო დაბალ მარჟაზე იმუშაონ და უკეთესი ხარისხით მოემსახურონ მოქალაქეებს. როგორ შეაფასებთ, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლით თავისუფალმა კონკურენციამ თავად უზრუნველყოს ფასების დაწევა მედიკამენტებზე? - სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს ფასებს, მან უნდა შექმნას კონკურენტული გარემო, სადაც ყველა სუბიექტს ექნება ოპერირების საშუალება და ეს მოთამაშეებს შორის თვითონ დაარეგულირებს თამაშის წესებს.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)