2016-03-31 15:10:39, 357 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატები მაგდა პაპიძის მიმართ პატიმრობის გაუქმებას ითხოვენ
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატები, პაპიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას ითხოვენ. აღნიშნული შუამდგომლობა მათ დღევანდელ პროცესზე დააყენეს.
დაცვის მხარის განცხადებით, არ არსებობს საფრთხე, რომ ის მიიმალება და მძიმე დანაშაულში ბრალდება არ შეიძლება პატიმრობის საფუძველი გახდეს, როცა ის დამტკიცებული არაა.
"ერთადერთი ადგილი,სადაც შეიძლება მაგდა პაპიძე მივიდეს, მისი შვილის საფლავია. მას არსად წასასვლელად საქმე არ აქვს", - განაცხადა ადვოკატმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან