|
2026-03-19 12:50:22, 2923 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების საგარეო ვიზის დეპოზიტზე: უკავშირდება სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს
ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის "უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალი მაჩვენებელს, რის თაობაზეც აშშ-მხარის მიერ იქნა განმარტებული". ოცნების საგარეოს განმარტებას სამთავრობო TV იმედი ავრცელებს. "აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, სამწუხაროდ, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალი მაჩვენებელს, რის თაობაზეც აშშ-მხარის მიერ იქნა განმარტებული. ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში და ეს გადაწყვეტილებაც არის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილი. *** აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 50 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში ვიზიტისთვის ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთებისას $15 000-მდე ოდენობის დეპოზიტი ექნებათ გადასახდელი. Reuters-თან ანონიმურობის პირობით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ჩამონათვალს ემატება 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ძირითადად კი - აფრიკის კონტინენტის ქვეყნები. ვიზის დეპოზიტის პროგრამაში ახლად დამატებული ქვეყნებია: საქართველო, კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთი, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები და ტუნისი. გაფართოებული ვიზის დეპოზიტის პროგრამა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს $15,000-ის გადახდას ავალდებულებს, როგორც საქმიანი (B1), ასევე ტურისტული (B2) ვიზების მისაღებად - ძალაში 2 აპრილიდან შევა. სავიზო დეპოზიტის საპილოტე პროგრამა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ წელს შემოიღო ვიზის ვადის გადაცილებასთან ბრძოლისა და უკანონო მიგრაციის შეზღუდვის მიზნით.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)