|
2016-03-31 12:41:47, 419 ნახვა
პოლიტიკა
ხათუნა სამნიძე: შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება "ქართული ოცნების" დაანონსებულ განახლებასთან
„ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება პარტია "ქართული ოცნების" დაანონსებულ განახლებასთან“, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სამნიძემ აღნიშნა, პარტიის მინისტრები მინისტრთა კაბინეტში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ და თანამდებობებს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყეტილების საფუძველზე დატოვებენ. „სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო, და არავითარ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის ადგილობრივი სტალინელების, ვიდეოშანტაჟისტების, ან ანტინატოელების ულტიმატუმების ფონზე. ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება პარტია „ქართული ოცნების“ დაანონსებულ განახლებაზეც, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად ვერ იქნება შესაძლებელი, თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი კვლავ იქნება თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადება. ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი ნაბიჯებით არ გაჩნდეს შეკითხვები ქვეყნის სტაბილურობასა და ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით", - განაცხდა პარტიის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, „რესპუბლიკელები“ პარლამენტში პარტიული ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებენ. რესპუბლიკელი“ მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული საპარლამენტო პროგრამების შესრულებას, მაგრამ პარლამენტში ვითარება იქნება პირიქით - ფრაქცია რესპუბლიკელები იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით გარდა გარკვეული საკითხებისა, რომლებიც შესაძლოა წინასწარ შეთანხმდეს უმრავლესობის რეჟიმში“, - განაცხადა სამნიძემ.
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)