04:32 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 09:26:58, 349 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი დონალდ რამსფელდს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ში  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტს და აშშ-ს თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი საქართველო - აშშ-ს ურთიერთობებს  და რეგიონში არსებულ გართულებულ მდგომარეობას და საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნები საკუთარ მომვალთან დაკავშირებით ერთიანი ხედვით გამოდიან. ცენტრალური აზიის, კავკასიის, შავი და კასპიის ზღვების რეგონების ლიდერები საკუთარ მომავალს პარტნიორობასა და თანამშრომლობაში ხედავენ, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებების საფუძველი გახდება, როგორ აღმოსავლეთის ასევე, ევროპის ქვეყნებისათვის.

„საქართველოს როლი სწორედ ამ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. საქართველო ცდილობს განვითარდეს, როგორც დამაკავშირებელი ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც უზრუნველყოფს მთელი რეგიონისათვის ეკონომიკური, ენერგეტიკული, კულტურული ურთიერთობების უსაფრთხოებას", - განახადა საქართველოს პრზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ავითარებს მჭიდრო ურთიერთობებს ახლო მეზობლებთან  - აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ერთობლივი პროექტები უკავშირდება როგორც ენერგომატარებლებს, კასპიის ზღვიდან შავი ზღვის რეგიონისაკენ, ასევე სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ მიმართულებებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია „ლაპის ლაზული", დღეს აქტიური განხილვები მიმდინარეობს თურქმენეთთან ამ პროექტთან დაკავშირებით და რომელიც  ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს მოიცავს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მხარეებმა შეხვედრისას განვიხილეს პროეტი, რომელიც 2019 წელს დასრულდება და გულისხმობს საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპისათვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდებას.

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკაში ჩაერიოს და განსაზღვროს იგი.

„რუსეთის შემოიჭრა ქართულ მიწაზე სამხედრო აგრესიით, რათა შეეფერხებინა საქართველოს განვითარება, საქართველოს განვითარების შეჩერება კი ნიშნავს ყველა იმ შესაძლებლობების დახურვას, რომელსაც ჩვენი პარტნიორები ერთობლივად მოელიან", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს იმისათვის, რომ უზრუნველყოს საარჩევნო გარემოს უსაფრთხოება, რომელიც კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და საქართველოსა და რეგიონისათვის უკეთესი მომავლის განსაზღვრას გულისხმობს.

დონალდ რამსფელდთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტებს შეხვდა, რომლებიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ახალგაზრდა ლიდერები არიან.

დონალდ რამსფელდმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრისა და ფონდის სტიპენდიანტებთან დისკუსიისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან აზიის ქვეყნების ბიზნესისა და სამთავრობო სექტორების  ახალგაზრდა ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ ქვეყნებს მოახმარონ.

დონალდ რამსფელდმა შეხვადრაზე აღნიშნა, რომ რამფელდის ფონდის სტიპენდიანტების მომდევნო, ყოველწლიური შეკრება ივნისში, საქართველოში ჩატარდება.

„საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა, იგი მაგალითია რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის დემოკრატიისა და პროგრესის თვალსაზრისით",- აღნიშნა რამსფელდმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, იგი მოხარულია, რომ ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველო უმასპინძლებს და უზრუნველყოფს ახალგაზრდა და ნიჭიერი ლიდრებისათვის მუდმივ დიალოგსა და ურთიერთობის შესაძლებლობას.

საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ რამსფელდს მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციიის პროცესში გაწეული მტკიცე მხარდაჭერისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics