|
2016-03-31 09:19:32, 426 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ვისურვებდი, რომ აშშ-ს საქართველოს მიმართ უფრო ღია და პროაქტიური პოლიტიკა ჰქონდეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NATO-სა და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ამერიკა-საქართველოს პოლიტიკური, სამხედრო, უსაფრთხოებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და NATO - საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო იყო და რჩება გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ, საერთო ღირებულებებისა და მშვიდობისათვის ბრძოლის ყველაზე სანდო და საიმედო მოკავშირედ დასავლური სამყაროსათვის. მნიშვნელოვანია, საქართველო - ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება, რაც მეტ სარგებელს და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ქვეყნებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ჩვენს რეგიონში, რომლის გაცხადებული მიზანიც NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანებაა. "ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური გეზი ჩვენი ისტორიული არჩევანია. ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობა ცდილობდა, რომ ოცნება რეალობად ქცეულიყო. ჩვენ, ამ საერთო ევროპული სივრცის ბუნებრივი ნაწილი ვართ", - განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკა ყოველთვის იყო ზოგადად, NATO-ს გაფართოებისა და კონკრეტულად, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესში მამოძრავებელი და გამწევი ძალა. „ვიმედოვნებ, რომ ამ მხრივ, ვარშავის სამიტიც არ იქნება გამონაკლისი. ვისურვებდი, რომ აშშ-ს ჰქონდეს უფრო ღია და პროაქტიური პოლიტიკა საქართველოს და ჩვენი რეგიონის მიმართ; ეს კი ამერიკის პრეზიდენტის ჩართულობით უფრო ხელშესახები და ეფექტური იქნება", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო-ამერიკას შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის ჯერ კიდევ გამოუყენებლი პოტენციალი არსებობს, რომლის ათვისებაც განსაკუთრებული მნიშვნელობისა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების სინთეზია, რომელიც ამ პოტენციალის ათვისების შესაძლებლობებს გაზრდის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე.
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)