|
2016-03-30 19:41:19, 1181 ნახვა
პოლიტიკა
ვინ მართავდა ვეტერანების საქმეთა სამსახურს და რა გახდა შიხიაშვილის წასვლის მიზეზი
მეორე დღეა, რაც თანამდებობიდან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ირაკლი შიხიაშვილი გადადგა. უწყება ჯერჯერობით ხელმძღვანელის გარეშეა, არ ჰყავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიც, რის გამოც საქმის წარმოება თითქმის პარალიზებულია. „ექსპრესნიუსი“ ვეტერანების საქმეთა სახლემწიფო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს დაუკავშირდა, რომელმაც ახსნა, თუ რამ მიიყვანა შიხიაშვილი კრიზისულ მდგომარეობამდე. თუმცა გადადგომამდე ოთხი დღით ადრე იგი ვეტერანულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თავად ვეტერანებს შეხვდა და ესპანეთში ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებები გააცნო, ხოლო წინა დღით ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში აღფრთოვანებულმა ისაუბრა იმ წამოწყებებსა და პროექტებზე, რასაც, შიხიაშვილის თქმით, საფუძველი მის მიერ ჩაეყარა. როგორც ჩანს, მთავრობაში ამ პროექტების განხორციელების ნაკლებად სჯეროდათ და ამიტომაც უთხრეს, სახლში წასულიყო. ამას დაემატა ის ინციდენტიც, რაც მიმდინარე წლის 27 მარტს გმირთა მემორიალთან ვეტერანებს შორის მოხდა. რეალურად, შიხიაშვილის გადადგომის მიზეზიც ეს გახდა - განუხორციელებელი დაპირებები და ვეტერანებს შორის დაპირისპირების პროვოცირება. როგორც წყარომ განაცხადა, მას შემდეგ, რაც საქმე წინ ვერ მიდიოდა და განაწყენებული ვეტერანების რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მთელი საქმიანობა მიმართული იყო იქითკენ, თუ როგორ ჰყოლოდათ ვეტერანები მოლოდინის რეჟიმში. წყაროს ინფორმაციით, მეთოდებისა და ხრიკების ავტორი კი თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ნინო თევდორაძე იყო. ეს ის ნინო თევდორაძე გახლავთ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" წევრად იყო აღიარებული და შიხიაშვილმა საკრებულოდან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გადაიყოლა. მკითხველს შევახსენებთ, რომ თევდორაძე თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე ბრალდების მთავარი მოწმეა, რომელიც ადასტურებს, რომ იგი "თბილსერვის" ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად ფიქტიურად იყო გაფორმებული. ბრალდების მხარის მოწმის ჩვენების მიხედვით, გაფორმებისთანავე განუმარტეს, რომ არც მას და არც სხვა ადამიანებს კონკრეტული სამუშაო შესასრულებელი არ ექნებოდათ. ისინი ანაზღაურებას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიიღებდნენ. როგორც თავად თევდორაძემ აჩვენა, მან ამისთვის 7 ათას 200 ლარი აიღო, თუმცა ეს თანხა ბიუჯეტში არ დაუბრუნებია. „ერთი სიტყვით, უგულავას „გამყიდველმა“ ჩინოვნიკმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ისე კარგად მოიკალათა, რომ იგი ადამინისტრაციის უფროსადაც დანიშნეს. ეს თანამდებობა კი მას იმხელა უფლებებს „ანიჭებდა“, რომ მის ხელში გადიოდა ყველანაირი საქმე, ეკითხებოდა თუ არ ეკითხებოდა. ევალებოდა თუ არ ევალებოდა. დირექტორის ფაქსიმილიასაც ის განაგებდა. თავად სამსახურში დღის მეორე ნახევარში მოდიოდა, რის გამოც მომზადებული წერილებისა და შუამდგომლობების გაცემას ხშირად რამდენიმე დღე აგვიანდებოდა. ამასთანავე, ყოველი დოკუმენტი თევდორაძის მიერ რედაქტირებას რამდენჯერმე გადიოდა, რაც იმ დროსთან იყო დაკავშირებული, რომელსაც ხშირად ვეტერანებისთვის წაგების გარდა არაფერი მოჰქონდა. თანამშრომლებიცა და ვეტერანებიც მიდიოდნენ ერთ დასკვნამდე: „ყოფილი“ ნაციონალი ხელოვნურ საბოტაჟს ქმნიდა, რათა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მუშაობა შეფერხებულიყო. რის შესახებაც შიხიაშვილისათვის ხშირად უთქვამთ და ურჩევიათ კიდეც, სანამ დაგღუპავს, თევდორაძე თავიდან მოიშორეო, მაგრამ ყოფილი დირექტორი მათ შემდეგ პასუხს სცემდა: ვალდებულება მაქვს აღებული, ამ ქალს ვუპატრონოო. ნინო თევდორაძის მიერ მოფიქრებულ ხრიკებს უკავშირდება დირექტორისა და საქმის ერთგული, კვალიფიციური, სამართლიანი და პრინციპული ხალხის შევიწროება, რათა ისინი სამსახურიდან წასულიყვნენ. იგი ამაში არწმუნებდა თავად დირექტორსაც, შთააგონებდა რა, რომ „მიზანში ამოღებული“ თანამშრომელი თავის მოვალეობებს რიგიანად ვერ ასრულებდა. თევდორაძის მცდელობები, ამა თუ იმ პიროვნების შევიწროების შესახებ, საბოლოოდ მისი სამსახურიდან გათავისუფლებით მთავრდებოდა. თუმცა ამას საფუძვლად ყოველთვის იმ პიროვნების მიერ დაწერილი საკუთარი განცხადება ედო",-ამბობს წყარო "ექსპრესნიუსთან" საუბარში. მისივე თქმით, თევდორაძე შიხიაშვილს საკუთარი ახლობლების დანიშვნასა და დაწინაურებასაც „ურჩევდა“. წყაროს ინფორმაციით, მან საკრებულოდან გადმოიყოლა თავისი მეგობარი და ცოტა ხანში მისი დაწინაურება განიზრახა: "რისთვისაც დირექტორს იმაში არწმუნებდა , რომ კულტურულ-საგანმანათლებლო განყოფილების უფროსი, ნატალია მაისურაძე მისი ნათესავით თეა ძიძიგურით უნდა ჩაენაცვლებინა. თანამშრომლების შთაგონების შედეგად შიხიაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა, სამაგიეროდ, განაწყენებულმა ძიძიგურმა პროტესტის ნიშნად სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება დაწერა, რომელიც ნათესავ-ახლობლების მფარველმა თევდორაძემ ნაკუწებად აქცია. სავარაუდოდ, შიხიაშვილი ამის შესახებ საქმის კურსში არ იყო და ძიძიგურს რამდენიმე თვე ისე ერიცხებოდა ხელფასი და დანამატი, რომ დირექტორმა არც კი იცოდა, თანამშრომელი სამსახურში რომ არ დადიოდა. ყოველივე ეს კი თევდორაძის ხელშეწყობით ხდებოდა. თუმცა არც ეს იკმარა და დირექტორი, რომელსაც „თევდორაძის შენახვის ვალდებულება“ ჰქონდა აღებული (თუ რატომ, ეს ცალკე თემაა), აიძულა, ნატალია მაისურაძე საერთოდ გაეშვა სამსახურიდან. სწორედ ამ საბაბით მოგონილი იქნა სამსახურის რეორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის კულტურულ-საგანმანათლებლო განყოფილების უფროსის შტატის გაუქმებით შემოიფარგლა. თევდორაძის მიერ შეთხზული და დირექტორისთვის თავსმოხვეული დაპირებების რიცხვს მიეკუთვნება სავაჭრო ქსელებში ვეტერანებისთვის ფასდაკლების ბარათების შემოღება და წარჩინებული სტუდენტების (ვეტერანთა შვილების) სტიპენდიის დანიშვნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ, რაც მორიგი სიცრუე აღმოჩნდა და რამაც ვეტერანები შიხიაშვილის წინააღმდეგ კიდევ უფრო განაწყო. ნინო თევდორაძე, რომლის საკურატოროშიც შედიოდა სამსახურის "ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირება, შეგნებულად ბლოკავდა ისეთი სტატიების გამოქვეყნებას, რომელიც მეომრის უკვდავყოფასა და პოპულარიზაციას უწყობდა ხელს, რის შესახებაც ინფორმაცია ვეტერანებამდეც აღწევდა. თევდორაძის საკურატოროს წარმოადგენს ფინანსური სამსახურიც, რომლის საქმიანობის შემოწმების მიზნით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აუდიტს ყოველ წუთს ელოდებიან. სწორედ ასეთი ადამიანი წარმოადგენდა ირაკლი შიხიაშვილის დასაყრდენ ძალას, რომელსაც დირექტორი სამსახურის ხერხემალს უწოდებდა, რეალურად კი სწორედ ნინო თევდორაძემ მიიყვანა იგი კრიზისამდე და არც ისაა გამორიცხული, უგულავას „გამყიდველი“ ქალბატონი ერთ მშვენიერ დღეს შიხიაშვილის გამყიდველიც აღმოჩნდეს“,-აღნიშნავს წყარო " ექსპრესნიუსთან" საუბარში.. თეონა ნოზაძე
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)