08:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 18:25:28, 764 ნახვა

საზოგადოება
ავთანდილ კონცელიძე: ვეხმარებით აივ დადებით ბავშვებს

ავთანდილ კონცელიძე, ახალგაზრდა აქტიური ადამიანია, რომელიც მართავს ასევე ახალგაზრდულ კომპანიას   Teen and Company( თიინ ენდ კომპანი).

Teen&Company -ი  თინეიჯერული კომპანიაა რომელიც   2012 -წლიდან დღემდე ატარებს აქციებს, ღონისძიებებსა და საქველმოქმედო საღამოებს აივ დადებითი არასრულწლოვანი ბავშვების  დასახმარებლად.

2012-წლიდან,ყოველ წელიწადს აღნიშნავს 1 დეკემბერს ,,შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“, “ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს, “  შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდთან ერთად  და მართავს სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებებს.

ამჯერად ავთო კონცელიძე  და თინეიჯერული კომპანია ახორცილებს პროექტს  ”აღმოაჩინე ქველმოქმედი ადამიანი და ორგანიზაცია ”-ს.

”აღმოაჩინე ქველმოქმედი ადამიანი და ორგანიზაცია ” სოციალური პროექტია ,რომელიც აერთიანებს კომპანიებს,ორგანიზაციებს,ბიზნესმენებს და სხვადასხვა საგანმანათლებლო ცენტრებს.

„პროექტი ზოგადად მოიცავს ნებისმიერ ქველმოქმედ ადამიანსა თუ ორგანიზაციას. მთავარია ქველმოქმედება განხორციელდეს და ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით გამოვავლენთ ასეთ ადამიანებს და ვთხოვთ მათ დახმარებას, სხვადასხვა საჭიროების ადამიანებისათვის. იქნება, ეს აივ დადებითი არასწრულწლოვანი ბავშვები, თუ სოციალურად დაუცველები“, აცხადებს ავთო კონწელიძე , ჩვენთან საუბარში.

 პროექტის ფარგლებში  ასევე გაიმართება აუქციონი, საიდანაც შემოსული თანხის ნაწილი ადგილზევე  გადაეცემა ცერემონიალის მსვლელობისას აივ დადებით ბავშვებს და სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს.

„შემოსული თანხები მოხმარდება საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისა  და განათლების დონის ასამაღლებლად შემუშავებულ  სახვადასხვა აქტივობებში  მათ ჩართულობას“ , განმარტავს, ახალგაზრდული კომპანიის დამფუძნებლი და ხელმძღვანელი.

    კომპანია  ასევე გეგმავს  ყოველთვიურად გაიმართოს  ღონისძიებები, სადაც გამოვლინდებიან თვის ყველაზე აქტიური ქველმოქმედი ორგანიზაციები.

           პროექტის თანაავტორები არიან :,,Art House Georgia” და საინფორმაციო პორტალი „ ჯეო დაიჯეტსი „ ( www.geodigest.ge) .

 

       ღონისწიების ფარგლებში   გამოვლენინ იქნებიან ქველმოქმედი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან : ბიზნეს სექტორი, საჯარო და არასაჯარო სექტორი , მათ შორის ხელოვნების სფერო , შოუ ბიზნესი და უბრალოდ ქველმოქმედი მოქალაქეები.

მთავარი ნომინაცია ” ქველმოქმედი ადამიანი ”, ” ქველმოქმედი ორგანიზაცია” და დასახელებულებს გადაეცემათ  სიმბოლური სამახსოვრო  სამადლობელი  სიგელები ახალგაზრდული კომპანიისაგან და იმ ადამიანებისაგან ვისაც ისინი დაეხმარნენ.

ცერემონიას დაესწრება 300 სტუმარი.

კიდევ ერთხელ გავიმოერებთ, რომ დაჯილდოების ცერემონიალი გახლავთ სოციალური ხასიათის და მიძღვნილია არასრულწლოვანი აივ დადებითი ბავშვებისადმი, ასევე  სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისადმი.  პროექტი ”აღმოაჩინე ქველმოქმედი ადამიანი და ორგანიზაცია ”  დედაენის დღეს ,14აპრილს ,გაიმართება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics