|
2026-03-01 14:51:00, 1157 ნახვა
პოლიტიკა
პუტინმა ხამენეის მკვლელობას ყველა მორალურ-სამართლებრივი ნორმის ცინიკური დარღვევა უწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა შეაფასა, როგორც "ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევა". TASS-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა სამძიმრის წერილი ირანის პრეზიდენტს გაუგზავნა. "მიიღეთ ჩემი ღრმა სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, სეიედ ალი ხამენეისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის გამო, რომელიც ჩადენილია ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევით. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და მხარდაჭერა უზენაესი ლიდერის ნათესავებსა და ახლობლებს, ირანის მთავრობას და მთელ ირანელ ხალხს", - ნათქვამია პუტინის სამძიმარში. პუტინი სამძიმრის წერილშივე აღნიშნავს, რომ რუსეთში ხამენეის გაიხსენებენ - "როგორც გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწეს, რომელმაც მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებასა და მათი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანაში".
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)