|
2026-02-27 14:18:05, 1236 ნახვა
პოლიტიკა
თსუ-ის პროფესორი: რეფორმის ფარგლებში, 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალში ფსიქოლოგია არ ფიგურირებს
ფსიქოლოგი, თსუ-ის პროფესორი, მარინე ჩიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მინისტრის ბრძანებით 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალში არ ფიგურირებს ფსიქოლოგია. მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ისპობა შესაძლებელობა რომ საქართველოში მომზადდეს ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მქონე ადამიანი. 108 წლის შემდეგ თხოვნის დაწერა გვჭირდება ხელისუფლებისადმი რომ არ გააუქმონ ფსიქოლოგია, როგორც კვალიფიკაცია, - წერს თსუ-ის პროფესორი. ფსიქოლოგებს! მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მინისტრის ბრძანებით 120 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალში არ ფიგურირებს ფსიქოლოგია. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ისპობა შესაძლებელობა რომ საქართველოში მომზადდეს ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მქონე ადამიანი. მინიმალური მოთხოვნა ფსიქოლოგის კვალიფიკაციისათვის არის 5--6 წელი. ვფიქრობ, მივმართოთ სამინისტროს და ბატონ მინისტრს, რომ მის ბრძანება #20/ნ 20-02-2026 შევიდეს ცვლილება ფსიქოლოგია შეიტანონ 120 კრედიტიან სამაგისტრო ჩამონათვალში. ეს მიმართვა ეხება ყველას უკლებლივ. გთხოვთ, მოწონებით დაადასტუროთ რამდენი იქნებით მზად რომ მივმართოთ სამინისტროს. პ.ს. ვწერ და მე თვითონ არ მჯერა, 1918 წელს დაარსებულ პირველ ქართულ თავისუფალ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიაც დაარსდა და ისწავლებოდა, ეს მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში სულ 30-მდე უნივერსიტეტში ხდებოდა ფსიქოლოგიის სწავლება. 108 წლის შემდეგ თხოვნის დაწერა გვჭირდება ხელისუფლებისადმი რომ არ გააუქმონ ფსიქოლოგია, როგორც კვალიფიკაცია. 'ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია',- წერს ჩიტაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)