|
2026-02-27 11:36:23, 1188 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი: გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა - საქმეები რომ შეეკრა მედიის წინააღმდეგ
გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა - „პოსტვ“-სთვის და „იმედისთვის“ რომ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩის „იმედისა“ და „პოსტვ“-სთვის სანქციების დაწესების საკითხზე დაბარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „დასტურდება, რომ ბრიტანეთის ელჩია ის, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, რაც ძალიან მძიმეა“. „გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა - „პოსტვ“-სთვის და „იმედისთვის“ რომ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება თუკი რაიმეს შეიძლება ეყრდნობოდეს, ეს მისი ელჩის მომზადებული საკითხებია. დასტურდება, რომ [ბრიტანეთის] ელჩია ის, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, რაც ძალიან მძიმეა. სოცმედიაში მისი ერთ-ერთი ვიდეო ტრიალებდა - 5-ჯერ ვუყურე. ირონიაა, რომ ეს ადამიანი რამდენიმე თვის წინ გვეფიცებოდა, რომ თავისუფალი მედიის მხარდამჭერები არიან. ალბათ ეს ვიდეო რომ ჩაწერა, გავიდა თავის კაბინეტში და თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საბაბების შეკერვა დაიწყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გუშინ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მტკიცებულებების წარსადგენად დაიბარეს, თუმცა მან ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. „გუშინ დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთი მიზნით, რომ წარედგინა მტკიცებულებები, თუ რას ეფუძნება ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება, თუმცა ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არიის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. საბოლოო მიზანი არის მართალი სიტყვის წინააღმდეგ წასვლა და ველის გასუფთავება მათივე პროპაგანდისტებისთვის. სულ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“ დაეფინანსებინა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში თავს აფარებს „ფორმულას“ მეპატრონე [დავით] კეზერაშვილი. კეზერაშვილს არ გადმოგვცემს, რითაც ბრიტანეთი გვერდს უვლის საქართველოს სახელმწიფოს სანქციებს. მიზანია, რომ ჩაახშონ თავისუფალი და მართალი სიტყვა და გაასუფთაონ გზა საკუთარი პროპაგანდისტებისთვის, რომლებსაც საკუთარი შავი სქემებით ევროპიდან აფინანსებდნენ. დასკვნა ერთია: ვინც ჩვენ სიტყვის თავისუფლების მცველი გვეგონა, სიტყვის თავისუფლების მკვლელი აღმოჩნდა. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და დღეის იქით ბრიტანეთს, მის ელჩს და საქმიანობას ასე უნდა შევხედოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)