|
2026-02-25 18:45:17, 4184 ნახვა
საზოგადოება
სანქცირებული TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოდან წევრები გარბიან
გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, საჯარო რეესტრს TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლის მოთხოვნით 4-მა წევრმა მიმართა, მათ შორის ირაკლი რუხაძემ. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ატვირთული განცხადებების თანახმად სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლა მოითხოვეს: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კალანდარიშვილმა, წევრებმა - გიორგი ბახტაძემ და დავით შონიამ. სამეთვალყურეო საბჭოში ერთადერთი წევრი მაკა ლომიძე რჩება, რომელიც TV იმედის დირექტორის თანამდებობას იკავებს. "გაცნობებთ, შპს "ტელეიმედში" მომხდარი მფლობელობის ცვლილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო შპს "ტელეიმედის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის/წევრის პოზიცია, რის შესახებაც მიმდინარე წლის 6 თებერვალს წერილობით ვაცნობე შპს "ტელეიმედს". ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მოახდინოთ შპს "ტელეიმედის" რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია" - წერია რუხაძის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაში. ცნობისთვის, 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)