16:25 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-25 15:00:22, 2730 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისიის წარმომადგენელი ასახელებს პირობებს, რას ითხოვს ბრიუსელი ქართული ოცნებისგან

ევროკომისია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველო დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, თუ ქართველი მაღალჩინოსნები გადადგამენ ხელშესახებ ნაბიჯებს და შეცვლიან სამოქმედო კურსს - განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა საქართველოს საკითხზე დებატების დროს გააკეთა.

ჟან ბატისტ ლიბრა თვლის, რომ ახლა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სახელია. 

კომისიის 2025 წლის ანგარიშმა საქართველოზე, მკაფიოდ ასახა ქართველი მაღალჩინოსნების მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობა ევროკავშირის გზაზე პროგრესის მისაღწევად. ანგარიშმა ასახა გაფართოების პროცესის ფუნდამენტების უკუსვლა, ისევე როგორ, 9 ნაბიჯზე, რა პირობითაც, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. კომისია საქართველოს მხოლოდ სახელობითად მიიჩნევს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნად.

მაშინ როდესაც, ჩვენ ვუდასტურებთ სოლიდარობას ქართველ ხალხს და მათ ევროპულ მისწრაფებებს. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" გააგრძელა მტრული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ და მიიღო არასწორი ზომები, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს.

ევროკავშირის ინსტიტუციები, ისევე როგორც კომისია, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას, თანმიმდევრულად პასუხობს. კომისიამ შეამცირა მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტები და შეაჩერა ორმხრივი დახმარება, რომელიც პირდაპირ მიემართებოდა ხელისუფლებას. კომისიამ დააინიცირა პროცედურები, რათა გააქტიურებულიყო უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გადახედვა.

ევროკომისია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველო დაუბრუნდეს  ევროკავშირში გაწევრიანების გზას, თუ ქართველი მაღალჩინოსნები გადადგამენ ხელშესახებ ნაბიჯებს და შეცვლიან სამოქმედო კურსს"- თქვა მან  ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics