|
2026-02-24 11:32:35, 915 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო უწყებამ საქართველოს შესახებ ამერიკელი სენატორების შეკითხვებს უპასუხა
რადიო თავისუფლების მიერ პოლონეთის სენატიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სენატორებმა, ადამ ბოდნარმა და გჟეგოჟ სხეტინამ (სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), საქართველოს შესახებ შეკითხვებით მიმართეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის. ისინი დაინტერესდნენ პოლონეთის დიპლომატიური ჩართულობით საქართველოს საკითხებში, კერძოდ - რა ნაბიჯებს დგამს პოლონეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის, რომ მან შეწყვიტოს რეპრესიები დემონსტრანტების წინააღმდეგ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები. სენატორებს აგრეთვე აინტერესებდათ, აპირებს თუ არა პოლონეთის მთავრობა ოფიციალურად მოითხოვოს მზია ამაღლობელის გათავისუფლება. ახლახან სენატორებმა მიიღეს პასუხი პოლონეთის საგარეო უწყებიდან, რომელსაც ხელს აწერს სახელმწიფო მდივანი ტეოფილ ბარტოშზევსკი, რომელიც მათ არწმუნებს, რომ საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერესის სფეროში რჩება და უწყება მოქმედებს როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით. პოლონეთის სახელმწიფო მინისტრმა სენატორებისთვის მიწერილ პასუხში ყურადღება გაამახვილა შემდეგ ინიციატივებზე: გასული წლის დასაწყისში პოლონეთმა შეაჩერა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შეთავაზებული განვითარების პროექტები. საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ “ვაიმარის სამკუთხედისა” (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) და „მსურველთა კოალიციის“ სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მიიღო არაერთი განცხადება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების, აგრეთვე მოქალაქეებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მზარდი რეპრესიის ჩათვლით. პოლონეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ სავიზო აკრძალვა დაუწესეს საქართველოს უსაფრთხოების ძალების შერჩეულ წარმომადგენლებს. დამატებით, პოლონეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა შორისაა საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება და საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის აკრძალვა.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)