03:42 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 13:34:45, 388 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოს ენერგომარეგულირებელი უწყების შესაძლებლობებს აძლიერებს

საქართველოს ენერგეტიკისა და  წყალმომარაგების  მარეგულირებელ  ეროვნულ კომისიაში  თვინინგის მეორე პროექტი  დაიწყო. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, 1 მილიონი ევროს ღირებულების  თვინინგის პროექტი შეეხება  საქართველოს ენერგეტიკისა და  წყალმომარაგების  მარეგულირებელი  ეროვნული კომისიის (სემეკი) შესაძლებლობების გაძლიერებას ხარჯების  მარეგულირებელ აუდიტსა და ბაზრის მონიტორინგში.  21 თვის განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკისა და  წყალმომარაგების  მარეგულირებელ  ეროვნულ  კომისიას, ხარჯების მარეგულირებელ  აუდიტსა და ბაზრის მონიტორინგის  მექანიზმების, პროცედურებისა და  ინსტრუმენტების შესამუშავებლად, დახმარებას გაუწევენ კოლეგები ევროპის  მარეგულირებელი კომისიებიდან-E-Control-დან (ავსტრია),  NCC-დან (ლიტვა) და BNetza-დან (გერმანია).

დღეს კი,  სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში თვინინგის პროექტის  გახსნის ცერემონია გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას  საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ  ჰერმანმა  ხაზი გაუსვა საქართველოს  ენერგეტიკულ სექტორში  ევროპული სტანდარტების  დანერგვას. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის  მოადგილემ, მარიამ ვალიაშვილმა  ისაუბრა საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაზე, ბაზრის მონიტორინგისა  და ხარჯების  უდიტის  მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავების  მნიშვნელობაზე, ენერგეტიკული გაერთიანების  მიერ  განსაზღვრული ვალდებულებების შსრულების მიზნით. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ  საქართველოში თვინინგის  პროექტების განხორციელება  ევროპულ ღირებულებებთან  მიახლოების საშუალებაა.

სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  ამჟამად, საქართველოში  ენერგეტიკის  სფეროთი  დაინტერესება განსაკუთრებით დიდია. ლიტვის მარეგულირებელი უწყების  თავმჯდომარე  ინგა ზილიენემ ყურადღება  საქართველოსა და  ლიტვას შორის  ენერგეტიკულ სფეროში  თანამშრომლობისა და  გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

წამყვანი ავსტრიული  პარტნიორის, E-Control-ის კონკურენციისა და რეგულირების  დეპარტამენტის დირექტორმა, იოჰანეს  მაიერმა ენერგეტიკის სფეროში იმ სარგებელზე ისაუბრა, რაც დაკავშირებულია  საქართველო-ევროკავშირს შორის  ასოცირების შესახებ  გაფორმებულ შეთანხმებასა  და ენერგეტიკული გაერთიანების  წევრობასთან.

პრეზენტაციების ფარგლებში და დაამსწრე საზოგადოების  მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, პროექტის  ლიდერებმა-დიტმარ პრაინსტორფერმა (E-Control-ი, ავსტრია), ვიგანტას ვაიტკუსმა (NCC) და გოჩა  შონიამ (სემეკი) დაწვრილებით ისაუბრეს  პროექტის შინაარსზე, მიზნებსა და  მოსალოდნელ შედეგებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics