|
2026-02-18 13:32:14, 810 ნახვა
პოლიტიკა
RFE/RL: უკრაინაზე EU-ის დოკუმენტი რუსეთისგან საქართველოდან ჯარების გაყვანასაც ითხოვს
ევროკავშირმა ახალი სადისკუსიო დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხება, კერძოდ, თუ რა დათმობებზე უნდა წავიდეს რუსეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ფარგლებში. რადიო თავისუფლების (RFE/RL) საგარეო ქმედებათა სამსახური წერს, რომ ევროკავშირის შიდა დოკუმენტი მოიცავს მოთხოვნას, რომ მოსკოვმა ფართო შეთანხმების ფარგლებსი, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად, გაიყვანოს თავისი ჯარები მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის - საქართველოდან. RFE/EL-ის ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი თავის ყოველკვირეულ საინფორმაციო ბიულეტენში წერს, რომ დოკუმენტი, სახელწოდებით - "ევროპის ძირითადი ინტერესები ყოველისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში", მოითხოვს - "რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში". რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსებული არიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში (სამხრეთ ოსეთი), ასევე დნესტრისპირეთში (მოლდოვა), სომხეთსა და ბელარუსში. რიკარდ იოზვიაკის თანახმად, დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ თუ უკრაინას მოეთხოვება ჯარების რაოდენობის შეზღუდვა ან გარკვეული ტერიტორიებიდან მათი გაყვანა - როგორც ეს აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში განიხილება - რუსეთმაც უნდა გადადგას ანალოგიური ნაბიჯები. ასევე RFE/RL-ის ცნობით, ნათქვამია, რომ არ უნდა მოხდეს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ფორმალური აღიარება, რაც ასახავს ევროკავშირის ხანგრძლივ არაღიარების პოლიტიკას, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზეც ვრცელდება. რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ დოკუმენტი ასევე მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს დეზინფორმაცია, დივერსიები, კიბერთავდასხმები, საჰაერო სივრცის დარღვევები და არჩევნებში ჩარევა ევროპასა და მეზობელ ქვეყნებში - საკითხები, რომლებიც ხშირად საქართველოსაც შეხებია. რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა უკვე გაუზიარა დოკუმენტი წევრ სახელმწიფოებს - EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაძლოა დოკუმენტის გარკვეული ნაწილები 23 თებერვალს ბრიუსელში განიხილონ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს და ცალკეულ ევროპულ ქვეყნებს მონაწილეობა არ მიუღიათ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება შეუძლებელია - "მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროკავშირის გარეშე და ევროკავშირის ძირითადი ინტერესების გათვალისწინების გარეშე".
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)