07:32 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-17 16:41:55, 414 ნახვა

პოლიტიკა
იოსელიანი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს შეხვდა

სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, ლევან იოსელიანი, პირველ მოადგილესთან ერთად, ეუთო-ს ადამიანური განზომილების „მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში“ დანიშნულ მომხსენებელს პატრიცია გრჟებიკს შეხვდა.

ოფისის განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა 2024 წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ ზედამხედველობაზე, მათი დაკავების, განთავსების პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საკითხზე ისაუბრა.

"ასევე, განიხილა შეკრება-მანიფესტაციის უფლების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელები. ამასთან, სტუმარს აქციაში მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეებზე შემუშავებული სასამართლო მეგობრის მოსაზრებები და ის ღონისძიებები გააცნო, რომლებსაც საქართველოს სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში ახორციელებს", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

საქართველოსთან მიმართებით მოსკოვის მექანიზმი 29 იანვარს ეუთო-ს წევრმა 24-მა ქვეყანამ გაააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნა მოითხოვა.

ფორმულას ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ უარი თქვა მექანიზმის ფარგლებში საკუთარი ექსპერტის წარდგენაზე. არსებული პროცედურის თანახმად, მოსკოვის მექანიზმი ჩვეულებრივ ითვალისწინებს სამი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფის ფორმირებას, საიდანაც ერთი უნდა დაასახელოს იმ ქვეყანამ, რომლის წინააღმდეგაც მექანიზმია ამოქმედებული - ამ შემთხვევაში, საქართველომ.

თუ სახელმწიფო უარს აცხადებს საკუთარი ექსპერტის შერჩევაზე ან ამას დადგენილ ვადაში არ ახორციელებს, პროცესი არ ჩერდება. ასეთ შემთხვევაში ინიციატორ ქვეყნებს უფლება აქვთ, თავად დანიშნონ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც მისიას ერთპიროვნულად განახორციელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics