22:02 - 16 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-16 20:16:55, 265 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ეს არის რეპრესიული კანონების ამ ზომამდე მიყვანა, რომელიც ყველას და ყველაფერს ეხება

"ეს არის რეპრესიული კანონების ამ ზომამდე მიყვანა, რომელიც ყველას და ყველაფერს ეხება" - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ლაივში.

"რეალურად, ეს რეპრესიული კანონები არის საშუალება, რომ ყველაზე გავრცელდეს რაღაც ზეწოლა და ყველას ჰქონდეს იმის განცდა, რომ არსებობს ისეთი არა დაზუსტებული ტერმინები, ისეთი ინტერპრეტაციისთვის გახსნილი კანონები, რომელიც ყველას შეიძლება ეხებოდეს და ყველა შეიძლება ხვალ ჩასვან ციხეში.

ეს არის რეპრესიული კანონების ამ ზომამდე მიყვანა, რომელიც ყველას და ყველაფერს ეხება და ყველა მიზეზს იყენებს იმისთვის, რომ აი ამას არ გააკეთებ, მაგრამ იმას თუ გააკეთებ მაინც ჩაგსვამ ციხეში.

საინტერესოა ისიც, რომ სახალხო დამცველმა, რომელიც არ გამოირჩევა დიდი ხალხის დაცვით, აქ პირველად ჩათვალა, რომ შეიძლება ეს ზედმეტი და ნამეტანი იყოს და შეიძლება გასაჩივრებას ექვემდებარებოდეს." - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ლაივში.

ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეაქვს და ამატებს მუხლს - "ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ."

ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება ქმედება, რომელიც "მიმართულია კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ"

ასევე, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება პირს, ვინც ხელისუფლების წარმომადგენლად "სხვას ან საკუთარ თავს თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოაჩენს."

ზემოთხსენებულ ცვლილებებს, გამოეხმაურა ომბუდსმენი ლევან იოსელიანი. მისი განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების შესახებ კანონებში შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და "შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა"




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Starlink-მა სომხეთს 100-ზე მეტი ტერმინალი აჩუქა
კომუნიკაციების კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ტელეკომპანია „კავკასიის“ წინააღმდეგ აშშ-დან მიღებული შემოწირულობის გამო
ზელენსკი რუსი მაღალჩინოსნების ნათესავებს- გააჯ...ით რუსეთში, წადით სახლში
ზურაბიშვილი - ეს არის რეპრესიული კანონების ამ ზომამდე მიყვანა, რომელიც ყველას და ყველაფერს ეხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი